ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევა

ინტელექტუალური განვითარების დარღვევის ინტერვენცია

Ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევის შემთხვევაში ინტერვენცია, როგორც წესი,  რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:

  1. კოგნიტური ინტერვენცია, ბავშვის სხვადასხვა სფეროების განვითარებაზე ორიენტირებული თერაპიები,  რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში ჩართვა, ქცევის მართვა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლება, ფსიქოსოციალური მხარდაჭერის გაწევა.
  2. Მკურნალობა, რომელიც მიმართულია ინტელექტუალური სფეროს დარღვევის თანმდევ მდგომარეობებზე, როგორიც არის მყიფე X სინდრომი, რომლის დროსაც ფარმაკოლოგიური ჩარევა ხელს უწყობს ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო უნარების ათვისების გაუმჯობესებას. Მკურნალობა, რომელიც მიმართულია ინტელექტურალური სფეროს გავნითარების დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე, მაგალითად როგორც ეს ხდება დიეტით იმ პაციენტებში ვისაც აქვთ ფენილკეტონურიის დიაგნოზი.

Ინტელექტუალური განვითარების დარღვევის შეფასება და მართვა, როგორც წესი, ფოკუსირებულია ფსიქოსოციალური მხარდაჭერის გაწევაზე. Ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც მდგომარეობას თან ახლავს ფსიქიატრიული აშლილობებიც, ქცევის უკეთ მართვის მიზნით საჭიროა მიერ განხორციელებული მედიკამენტური ჩარევაც, რაზეც გადაწყვეტილების მიღება ხდება ექიმის მიერ. Ზოგიერთი შემთხვევაში დიფერენციალური დიაგნოზის დასმას  და სრულფასოვანი კლინიკური შეფასებების განხორციელებას აფერხებს მეტყველებისა და კოგნიტური უნარების განვითარების მკვეთრად გამოხატული სირთულეები.

იმისათვის რომ ინტელექტუალური დარღვევის მქონდე ინდივიდმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, სოციუმში ადგილის დამკვიდრება, ადაპტური ფუნქციონირება და  სხვადასხვა ხარისხის ფსიქო-სოციალური კეთლდღეობის მღწევა, საჭიროა რომ მოხდეს თავად მათი და მათი ოჯახების სწორი მხარდაჭერის განხორციელება.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+