Ინტელექტუალური განვითარების დარღვევის აღმოცენება ხდება 18 წლამდე ასაკში, უფრო ხშირად ადრეულ ბავშვობაში. Მდგომარეობის გამოვლენის ასაკი და მახასიათებლები მნიშვენლოვნად დამოკიდებულია მდგომარეობის გამომწვევ მიზეზსა და დარღვევის ხარისხზე. Მძიმე და ღმრა დარღვევის იდენტიფიკაცია ხდება ძირითადად ადრეულ ბავშვობაში. რადგანაც ბავშვებს ხშირად აქვთ სამედიცინო საჭიროებებიც და შეფერხება ნათლად ვლინდება განვიითრების ყველა სფეროში. Როგროც წესი, 2 წალმდე ასაკში აღინიშნება მთკვეთრად გამოატული განვითარების შეფერხება მოტორული, სოციალური და მეტყველების უნარების განვითარების კუთხით. Მსუბუქი დარღვევის შემჩნევა შეიძლება ვერც მოხდეს სასკოლო ასაკამდე, სანამ სწავლის სირთულეები თვალსაჩინო არ გახდება.
Ინტელექტუალური განვითარების დარღვევა არის ქრონიკული მდგომარეობა და ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვება, თუმცა მდგომარეობის სიმძიმე შეიძლება შეიცვალოს ასაკთან ერთად გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე. ასევე, მხედველობის და სმენის დარღვევებმა, ეპილეფსიამ, ბავშვობის ფსიქოლოგიურმა ან თავის ტვინის ტრავმამ, ნივთიერებების ბოროტად გამოყენებამ, ან სხვა სამედიცინო მდგომარეობებმა შეიძლება, დაამძიმოს მდგომარეობის მიმდინარეობა. Ამასთანავე ადრეულმა ინტერვენციამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ბაშვის კოგნიტური და ადაპტური ფუნქციონირების დრონე.