Ინტელექტუალური განვითარების დარღვევაში გამოყოფენ შემდეგ ხარისხებს:
Მსუბუქი და საშუალო ხარისხის ინტელექტუალური განვითარების დარღვევა: Ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე ადამიანების უმეტესობას აქვთ მსუბუქი და საშუალო დარღვევა. აღნიშნული დიაგნოზის, მსუბუქი ხარისხის დარღვევის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარების გამომუშავება და სჭირდებათ მცირე მხარდაჭერა დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის. Საშუალო ინტელექტუალური განვითარების დარღვევის დროს ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა, მოგზაურობა მათთვის ნაცნობ ადგილებში და ჯანრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო ბაზისური უნარების ათვისება. Დამოუკიდებელი ცხვორებისთვის მათ სჭირდებათ შედარებით მაღალი მხარდაჭერის ხარისხი
Მძიმე ინტელექტუალური განვითარების დარღვევა: Მძიმე ინტელექტუალური განვითარების დარღვევის დროს ადამიანს შეფერხება აქვს განვითარების ყველა სფეროში. მათ ხშირად შეუძლიათ მეტყველების გაგება, თუმცა კომუნიკაციის უნარები მკვეთრად ჩამორჩება განვითარების ნორმას. Მათ შეუძლიათ გამოიმუშავონ/დაეუფლონ თვითმოვლის გარკვეულ მარტივ/ბაზისურ უნარებს, თუმცა ისინი მუდმივ მეთვალყურეობასა და მხარდაჭერას საჭიროებენ გარშემომყოფთა მხრიდან.
Ინტელექტუალური განვითარების ღრმა დარღვევა: Ინტელექტუალური განვითარების ღრმა დარღვევის დროს ადამიანებს ხშირ შემთხვევაში აქვთ ჯანმრთელობის თანდაყოლილი მკვეთრად გამოხატული სირთულეები. აღშნულ მდგომარეობაშ მყოფი ადამიანები ვერ ახერხებენ დამოუკიდებელ ფუნქციონირებას და საჭიროებენ ინტენსიურ მხარდაჭერას როგორც თვითოვლის ასევე ადაპტური ფუნქციონირების სხვა სფეროებში. Მსუბუქი და საშუალო ინტელექტუალური დარღვევის დროს ადამიანებს უფრო ნაკლებად აქვთ ინტელექტუალურ დარღვევასთან ასოცირებული სამედიცინო საჭიროებები, ვიდრე მძიმე და ღმრა დარღვევის დროს.