ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევის დიაგნოსტირება ხორციელდება კლინიკური სპეციალისტების მიერ ორ მნიშვნელოვან კრიტერიუმზე დაყდნობით. ერთი მხრივ, ხდება ზოგადი ინტელექტუალური ფუნქიონირების შეფასება ინტელექტის სტანდარტიზირებულ ტესტში მიღებული ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) ქულის საფუძველზე. ხოლო, მეორე მხრივ, ფასდება ინდივიდის ადაპტური ქცევა.
ინტელექტის კოეფიციენეტის, IQ –ს ნორმა, ანუ საშუალო მაჩვენებელი, განისაზღვრება კონკრეტულ კულტურაში, ასაკის მიხედვით ადამიანების უმრავლესობის მიერ, ინტელექტის ტესტში მიღებულ ქულებზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, თუ ინდივის მიერ ინტელექტის ტესტში მიღებული ქულა ჯდება ქულების 90-დან 110 -მდე დიაპაზონში, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მისი ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირება შეესაბამება ნორმას, ანუ მის მიერ მიღებული ინტელექტის კოეფიციენტი არის საშუალო.
ინტელექტის ტესტში მიღებული ქულა წარმოადგენს ინტელექტუალური განვითარების დარღვევის დიაგნოსტირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს. ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევის დიაგნოზის დასმა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ინტელექტის კოეფიციენტი, IQ 70 ქულაზე დაბალია და, ამავდროულად, ინდივიდს აღენიშნება ადაპტური უნარების დეფიციტი ორ ან მეტ სფეროში.
ადაპტური ქცევის კონტექსტში, ინტელექტუალური განვითარების დარღვევის შეფასების დროს, უპირატესობა ენიჭება იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ინდივიდი გარემოში, რამდენად მაღალია მისი დამოუკიდებლობის ხარისხი ასაკისა და გარემოს მოთხოვნების შესაბამისად და რამდენად ინტენსიური მხარდაჭერა სჭირდება მას დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით მნიშნველოვანია განვითარების მძიმე და ღრმა დარღვევების დროს, როდესაც ინსტრუქციის გაგების სირთულიდან გამომდინარე შეუძლებელი ხდება ინტელექტის ტესტის ჩატარება
Ინტელექტუალური და ადაპტურ განვითრების სირთულეები თავს იჩენს ბავშვის განვითარების დროს. Რაც იმას ნიშნავს, რომ სირთულეები ამ სფეროებში თვალსაჩიონოა ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში. Თუ მსგავსი სირთულეები აღმოცენდება 18 წლის ასაკის შემდეგ, ამ დროს სვამენ ნეიროკოგნიტური აშლილობის დიაგნოზს. მსგავსი სიმპტომები ზრდასრულობის ასაკში შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად თავის ტვინის ტრავმულმა დაზიანებამ.
Დღესდღეისობით Ინტელექტუალური განვითარების დარღვევის ხარისხების შეფასება ეყრდობა იმას, თუ როგორი ტიპის მხარდაჭერა სჭირდება ინდვიდს ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო 49 აქტივობაში. Ეს აქტივობები იყოფა 6 ჯგუფად. Ესენია: სახლში და საზოგადოებაში ცხოვრებისთვის საჭირო უნარები, სწავლის უნარი, დასაქმება, ჯანრთელობა და უსაფთხოება, სოციალური აქტივობები.