Ინტელექტუალური განვითარების დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს მრავალი სხვადასხვა მიზეზით.
- გარემოს მავნე ზემოქმედება: მუცლადყოფნის პერიოდში, დედის მიერ ალკოჰოლის მიღება, ტვყიით მოწავმვლა, იოდის ნაკლებობა, საკვების დეფიციტი, დედის ფეხმძიმობის პერიოდში მედიკამენტების არასწორი გამოყენება.
- ჩვილეობის ასაკში სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობები: სხვადასხვა ტიპის ინფექციური დაავადებები, მაგალითად, მენინგიტი, წითელა და აშ. თავის ტვინზე რადიაციული დასხივება, თავის ტვინის ტრავმა, სისხლჩაქცევები.
- მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემები: ასფიქსია, ნაადრევი მშობიარობა, ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანება.
- Არახელსაყრელი გარემო: გარემოს ძლიერი დეპრივაცია, ბავშვის უგულებელყოფა, რაც გულისხმობს არასწორ კვებას და განმავითარებელი გარემოს არ არსებობას დაბადების პირველივე დღეებიდან;
- Გენეტიკური ფაქტორები: Ინტელექტუალური განვითარების დარღვევა რიგ შემთხვევებში გამოწვეულია გენეტიკური ფაქტორებით და მდგომარეობებით, მაგალითად დაუნის სინდრომი, რომელიც ყველაზე ხშირად გავრცელებული ქრომოსომული დარღვევავაა და საშუალოდ 700 დაბადებულს შორის 1-ს უდგინდება.
- Უცნობი წარმომავლობის. Ბევრ შემთხვევაში ინტელექტუალური განვითარების დარღვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია