ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევა

ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მახასიათებლები

Preview

Ინტელექტუალური ფუნქციონირების სირთულეები: Ინტელექტი არის ადამიანის გონებრივი უნარი, რომელიც მოიცავს მსჯელობას, დაგეგვმას, პრობლემების გადაჭრას, აბსტრაქტულ აზროვნებას, კომპლექსური იდეების გაგებას, დასწავლის ეფექტურობას და გამოცდილებით სწავლის შესაშესაძლებლობას. Ინტელექტუალური ფუნქციონირების სირთულეები აისახება შემდეგ უნარებზე: Მსჯელობა, Პრობლემის გადაჭრის უნარი, Დაგეგვმა, Განსჯა, Აბსტრაქტული აზროვნება, Აკადემიური წინსვლა , Გამოცდილებით სწავლა (დაკვირვებით, ცდისა და შეცდომის გზით პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დასწავლა).

Ადაპტური ფუნქციონირების სირთულეები: Ადაპტური უნარები, მოიცავს ისეთ უნარებს, რომლებიც ადამიანს სჭირდება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. Თუ ეს უნარები ასაკის შესაბამისად არ არის განვითარებული, ადამიანს ესაჭიროება მხარდაჭერა, რათა მიაღწიოს წარმატებას როგორც სკოლაში, ასევე სამსახურსა დამოუკიდებლად ცხოვრებაში. Ადაპტური უნარების შეფასება ხდება სპეციალიური სტანდარტიზებული ტესტებით, რომლებშიც გათვალისწინებულია კულტურისთვის დამახასიათებელი ფაქტორები.

Ადაპტური ფუნცქიონირების სირთულეები ვლინდება  ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო შემდეგ სფეროებში:

  • Კომუნიკაცია: კომუნიკაცია ეს არის გარშემომყოფებთან ინფორმაციის გაცვლის, მიღებისა და გადაცემის უნარი. Კომუნიკაციის დროს ინფორმაციის გაცვლა ხდება სიტყვებით ან მოქმედებებით ან სხვა დამხმარე საშუალებებით. Კომუნიკაციისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტმა შეძლოს როგორც საკუთარიაზრების გამოხატვა, ასევე სხვების გაგება.
  • Ემოციური სფეორის განვითარება: გულისხმობს იმ უნარ-ჩვევების დაუფლებას, რომელიც ბავშვს აძლევს საშუალებას დაამყაროს ურთიერთობები, გამოხატოს და მართოს საკუთარი ემოციები, გაიგოს სხვისი ემოციები და გამოხატოს ემპათია;
  • Სოციალური უნარები: Სოციალური უნარები გულისმობს სოციალური წესების, საზოგადოებრივი და კულტურული ქცევების გაგების და შესრულების, ასევე  Საზოგადოებაში არსებული რუტინული წესების მიყოლის უნარებს Მაგალითად როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საკვები პროდუქტების ყიდვის დროს მაღაზიაში და ა.შ შესაბამისად, სოციალური უნარების განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია გარემოსთან და სხვა ადამიანებთან ეფექტური ინტერაქციის დამყარებისთვის, ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატების მისაღწევად. სოციალური უნარები არ არის თანდაყოლილი, მნიშვნელოვანია მათი განვითარების ხელშეწყობა ადამიანის ასაკის, გარემოს მოთხოვნებისა და განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით
  • Დამოუკიდებლობა როგორც სახლში, ასევე საზოგადოებაში: დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის საჭირო, ანუ ადაპტური უნარი  გულისმხობს საკუთარი თავის მოვლის უნარს, მაგალითად დაბანა, ჩაცმა, კვება. Აღნიშნული, ასევე მოიცავს ყოველდღიური საქმიანობების უსაფრთხოდ შესრულების უნარს. Მაგალითად საკვების მომზადება, დასუფთავება, რეცხვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებას, სურსათისა და საკვები პროდუქტების შესყიდვას. Დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო უნარები აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და ადაპტაციისთვის.
  • Სასკოლო და აკადემიური ფუნქციონირება: აკადემიური უნარები მოიცავს სასკოლო და სამუშაო გარემოში სოციალური ნორმების დაცვას. აკადემიური ფუნქციონირებისვის მნიშვნელოვანია ახალი ცოდნისა და ჩვევების ათვისებისთვის აუცილებელი უნარების ფლობა. მათი განვითარება უმეტეს წილად დაკავშირებულია სწვლებასთან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყოველდღიური გამოცდილებაც იძლევა მათი პრაქტიკაში დაუფლების საშუალებას.  

Განვითარების მოტორული სფერო: მოტორული, იგივე ფიზიკური განვითარება, გულისხმობს ძვლების და კუნთების ეტაპობრივ განვითარებას და სხეულის გარემოში მობილობის და მანიპულირების უნარს.  მოტორული უნარების განვითარება ჩამორჩება ასაკობრივი განვითარების ნორმას, რაც თავის მხრივ ხელისშემშლელია სპორტული აქტივობებისთვის, ჩაცმის, კვების, საწერ საშუალებების გამოყენების უნარების განვითარებისთვის.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+