ტიკური აშლილობა

რა პრობლემები გვხდება ტიკური აშლილობის შემთხვევაში?

ვინაიდან ტიკი არის უნებლიე, არაპროგნოზირებადი და ზოგიერთ შემთხვევაში საზოგადოებისთვის/სოციალურად მიუღებელი ქცევის ფორმით ვლინდება (უცენზურო სიტყვა, ჟესტი), ეს ტიკის მქონე ინდივიდს უქმნის გარკვეულ ემოციურ სირთულეებს - განიცდიან სტრესს და საკუთარი თავით იმედგაცრუებას.

ტიკები სხვადასხვა გარემოში სხვადასხვანაირად აღიქმება. განსაკუთრებით მრავალგვარ ინტერპრეტაციას უკეთებენ ტიკებს ბავშვების შემთხვევაში. მაგალითად,  მასწავლებელმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ ბავშვი აღნიშნულ ქცევას მის გასაბრაზებლად, ან გაკვეთილის ჩასაშლელად ავლენს. მშობელმა შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ის შეძლებს ბავშვს გააკონტროლირებინოს ტიკების სიხშირე და ხშირი შენიშვნის მიცემით “დაეხმარება” მას.

თანატოლების მხრიდან შესაძლოა, ბავშვი  ჩაგვრის ობიექტად იქცეს. უცხო პირების მხრიდან კი ხშირად ტიკების გამოვლენა ზედმეტ ყურადღებას ან ფიზიკურ განრიდებას განაპირობებს. ყველა შემთხვევაში, ბავშვი განიცდის შფოთვას. თვლის, რომ სხვებისგან ნეგატიური ნიშნით განსხვავდება. აღნიშნული პრობლემის გამო, ტიკური აშლილობის მქონე ბავშვებს, ისევე როგორც მოზრდილებს შესაძლოა, შეექმნათ სოციალური ადაპტაციის, თვითშეფასების, საქმიანობის შესრულების თუ აკადემიური მიღწევის სირთულეები.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+