ტიკის სიხშირე და ინტენსივობა იცვლება იმის მიხედვით, თუ რა პირობებში ხვდება ადამიანი. გარემო ფაქტორებმა, შესაძლოა მოახდინოს ტიკების პროვოცირება ან სიხშირის შემცირება. ცხრილში მოცემულია სიტუაციები, რომელიც ტიკური აშლილობის მქონე პირების შემთხვევაში, მიჩნეულია ტიკების მაპროვოცირებელ (რაც ხელს უწყობს ტიკების ხშირ გამოვლენას) და შემამსუბუქებელ (როდესაც დაბალია ტიკების გამოვლენის სიხშირე) გარემოებებად.
დაბალი რისკის სიტუაციები:
- ნებისმიერი საქმიანობა, რომელშიც ინდივიდი სრულიად ჩართულია (გონებრივად თუ ფიზიკურად).
- კერძის მომზადება სამზარეულოში
- სახლის საქმეების შესრულება
- რელაქსირებული მდგომარეობა, წოლა
- სახლის გარემოში წერა, კითხვა
- საყიდლებზე სიარული
- მეგობრებთან საუბარი
- სიმღერა, მუსიკის მოსმენა, ხატვა
- ტელევიზორის ყურება სხვების ირგვლივ ყოფნის გარეშე
- ქსოვა, ქარგვა
- ძილი
- დღის პირველი ნახევარი
მაღალი რისკის სიტუაციები:
- დასაძინებლად მომზადებისას
- ტრანსპორტთით მგზავრობა უცხო ადამიანებთან ერთად
- კამათი, უთანხმოების გამოხატვა
- მანქანის მართვა და პარალელურად ადამიანებთან საუბარი
- გადატვირთული სამუშაო დღე
- ფიქრი, მიზანმიმართლი აზროვნება, იდეების პროვოცირებისთვის.
- ვინმეს ან რამეს მოლოდინი
- ხელების დაკავებულ მდგომარეობაში ყოფნა
- მზადება ამსახურში თუ სკოლაში წასასვლელად
- სტუმრების მოულოდნელი ვიზიტი
- ფინანსურ სირთულეებზე ფიქრი
- დღის მეორე ნახევარი, საღამო