ტიკების გამოვლენის ასაკი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ფორმაზე. თუმცა, ზემოთ აღნიშნულის თანახმად, უმრავლეს შემთხვევაში 5-7 წლის ასაკში იჩენს თავს. ყველაზე ინტენსიური გამოვლინება, სიმძაფრე და სიხშირე ტიკებს დაახლოებით 10-12 წლის ასაკში ახასიათებს.
თუ ეს არის გარდამავალი ტიკი, რომელიც სტრესის ფონზეა აღმოცენებული, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შესაძლოა გაქრეს შემთხვევათა 70%-ში.
ტურეტის სინდრომით პროვოცირებულ ტიკებს და ქრონიკულ ტიკურ აშლილობას, ახასიათებს შეტევისა და რემისიის ეპიზოდების მონაცვლეობა. შეტევის ეპიზოდი გულისმობს პერიოდს, როდესაც ტიკები ძალიან ინტენსიურად ვლინდება, ხოლო რემისიისას- ტიკების გამოვლინება იშვიათია, ან საერთოდ არ ხდება.
დროსთან ერთად ტიკების გამოვლენის სიხშირე, ინტენსივობა და ფორმები ცვალებადობს. როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად, ტიკების ინტენსივობა და სიხშირე თავისით იკლებს. თუმცა, შესაძლოა ისიც, რომ მარტივი და არც ისე ხშირად გამოვლენილი ადრეული ასაკის ტიკმა ზრდასრულობისას უფრო გაძლიერებული ფორმებით იჩინოს თავი.