ტიკური აშლილობა

შეფასება/ დიაგნოსტირება

წარმოიდგინეთ, კაცი წამოდგა სკამიდან, ორჯერ გაშალა მხრები, ფეხების გაჭიმვითი მოძრაობები გააკეთა და დაჯდა. რა ახსნას მოუძებნიდით მის ქცევას?

  • დაიღალა ჯდომით და მისი სასურველი მოქმედება შეასრულა განსამუხტავად?
  • ჩვევა აქვს ასეთი და თუ სურვილი აქვს გამოავლენს, თუ არა - არა?
  • აკვიატებული ქცევაა (კომპულსიაა)?
  • რთული კომპლექსური ტიკია?

ზემოთ აღწერილი ქცევა, შესაძლოა, თითოეულ ვარაუდს შეესაბამებოდეს, ამიტომაც მნიშვნელოვანია მისი სიღრმისეული შეფასება.

მარტივი ტიკების დიაგნოსტირების დროსაც ასევე მნიშვნელოვანია სიფრთხილე, რადგან დიდია მათი მსგავსება ნევროლოგიურ სპაზმთან, ალერგიულ რეაქციებთან.

ტიკების სხვადასხვა ფორმას დიაგნოსტირების შესაბამისი კრიტერიუმები აქვთ. ყველა შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტიკების გამოვლინება არ უნდა უკავშირდებოდეს რაიმე წამლის გვერდით ეფექტს, ალერგიას, ტოქსიკური ნივთიერებების ბოროტად გამოყენებას, სხვა ნევროლოგიურ დარღვევას (ჰანტიქტონის დაავადება, “მოუსვენარი კიდურის სინდრომს, ეპილეფსიას..). აღნიშნული მდგომარეობების დროს არსებული მახასიათებლები, თავიანთი გამოვლინებით, შეიძლება ჰგავდეს ტიკებს, მაგრამ ისინი არ წარმოადგენს ტიკურ აშლილობას, როგორც დიაგნოზს.

ტიკური აშლოლობის დიაგნოსტირებაში ჩართულნი არიან შემდეგი სპეციალისტები: 

  • პედიატრი
  • ნევროლოგი
  • ნეიროფსიქოლოგი
  • ფსიქიატრი

დიაგნოსტირებისას აუცილებელია შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინება:

➔   ტურეტის სინდრომის შემთხვევაში:

  • სახეზე იყოს ორი ან მეტი მოტორული და მინიმუმ ერთი ვოკალური ტიკი
  • ტიკები უნდა ვლინდებოდეს ყოველდღიური სიხშირით, მინიმუმ 1 წლის განმავლობაში. 
  • რემისიის პერიოდი (ეპიზოდი, როდესაც ტიკები არ ვლინდება) არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
  • ტურეტის სინდრომი ვლიდნება 18 წლამდე ასაკში და გრძელდება მოზრდილობის პერიოდშიც.

➔  ქრონიკული მოტორული და ვოკალური ტიკების შემთხვევაში:

  • ერთი ტიკის არსებობაც საკმარისია დიაგნოსტირებისთვის;
  • ტიკები, რაოდენობის მიუხედავად, უნდა იყოს წარმოდგენილი მხოლოდ ერთი კატეგორიიდან, მხოლოდ მოტორული (მაგალითად თვალის ხამხამი და მხრის მოძრაობა), ან მხოლოდ ვოკალური (ბგერის წამოყვირება, სრუტუნი).
  • გამოვლენა ხდება 18 წლამდე
  • ტიკების გამოვლენის ხანგრძლივობა უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.

➔  გარდამავალი ტიკური აშლილობის დროს

  • ტიკი შესაძლოა იყოს მოტორული, ან ვოკალური ფორმის
  • მიყოლებით მისი გამოვლენა 4 კვირაზე მეტი და 12 თვეზე ნაკლები ხანგრძლივობით უნდა ფიქსირდებოდეს.
  • გამოვლენის ასაკი 18 წლამდეა.

ზემოთ აღნიშნული პირობების გარდა, დიაგნოსტირებამდე მნიშვნელოვანია:

  • ოჯახური ისტორიის, გენეტიკური ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
  • სუბიექტის მიერ კითხვარების შევსება
  • ხანგძლივი დაკვირვება, ტიკების სიხშირის აღრიცხვა (რომელსაც უნდა ახორციელებდეს მშობელი ან ოჯახის სხვა წევრი, რადგან თვითონ სუბიექტი ხშირად ვერ აფიქსირებს, თუ როდის ვლინდება ტიკი)
  • ინფორმაციულია ვიდეოჩანაწერების გაკეთებაც, სადაც გარდა სიხშირისა, ნათლად აღირიცხება ტიკების თანმიმდევრობა და მათი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე გავრცელების ინტენსივობა. 

ტიკი უნდა განვასხვავოთ ჩვევისგან, რომელიც, ზემოთ აღნიშნულის თანახმად, ნებისმიერ კონტროლს და ქცევის გამოყებით ანალიზს მარტივად ექვემდებარება, უნდა გავმიჯნოთ ასევე სტერეოტიპული მოძრაობისგან, რომლის განხორციელების მიზანი და მექანიზმი განსხვავდება, ფიზიოლოგიური წარმომავლობის სპაზმებისგან, ნევროლოგიური დარღვევებისგან და შფოთვითი აშლილობისგან, როგორიცაა ობსესიურ-კომპულსური დარღვევა.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+