ეპილეფსია

როგორ დავეხმაროთ ადამიანს თუ თქვენს თვალწინ განუვითარდა გულყრა?

Preview

გულყრის მიმდინარეობისას პირველადი დახმარების ზოგადი პრინციპები:

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა (სდბ);
  • ადამიანი მოათავსეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყარ ზედაპირზე (მაგ. საწოლზე, ტახტზე, იატაკზე, ტროტუარზე), გადააბრუნეთ გვერდზე, თავქვეშ ამოუდეთ რბილი საგანი (მაგ., ბალიში, ქურთუკი, ჩანთა), მოხსენით სათვალე და უზრუნველყავით მისი უსაფრთხოება (მოარიდეთ ბასრ საგნებს, ცეცხლს); 
  • დარჩით მასთან მანამ, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ მოვა, ან გულყრის მიმდინარეობა არ დასრულდება და იგი ჩვეულ მდგომარეობას არ დაუბრუნდება; 
  • დაინიშნეთ გულყრის დაწყებისა და მიმდინარეობის დრო;
  • დააკვირდით გულყრის  თითოეულ დეტალს, ჩაინიშნეთ და ეს მონაცემები აცნობეთ ექიმს; 
  • შეტევის შემდეგ, აგზნების შემთხვევაში, ნუ ეცდებით მის ძალდატანებით დამშვიდებას, ამან შესაძლოა გაახანგრძლივოს გულყრის შემდგომი პერიოდი. მისი უსაფრთხოების მიზნით იყავით მასთან ერთად და ესაუბრეთ მშვიდად.
დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+