ეპილეფსია

რა არის ეპილეფსიური სინდრომი?

ეპილეფსიური სინდრომები არის კლინიკური და ლაბორატორიული  მახასიათებლების სპეციფიკური ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს  შემდეგი ფენომენების ურთიერთთანხვედრას:

  • გულყრის გამოვლენის ფორმა ან ფორმები;
  • პირველი გულყრის გამოვლენის  ასაკი;
  • გულყრის გამომწვევი მიზეზები;
  • თავის ტვინის უბანი, რომელიც ჩართულია გულყრის გამოვლენაში;
  • ფაქტორები, რაც აპროვოცირებს გულყრის გამოვლენას;
  • გულყრების სიხშირე და მათი დღე-ღამური გადანაწილება;
  • მკურნალობისადმი გულყრების დაქვემდებარება;
  • ელექტროენცეფალოგრაფიული, თავის ტვინის ვიზუალიზაციური და გენეტიკური კვლევების მონაცემები;
  • სხვა სამედიცინო მდგომარეობების თანაარსებობა;
  • დაავადების მიმდინარეობა და პროგნოზი.

ეპილეფსიური სინდრომები

ვესტის სინდრომი / ინფანტილური სპაზმები - რომელიც ხასიათდება ეპილეფსიური გულყრების გამოვლენით ადრეულ ასაკში, კერძოდ 3 თვიდან  1 წლამდე ასაკში და ვლინდებოდეს გულყრის ტიპებით -  თავის უეცარი და სწრაფი  ჩაქინდვრებით, მკლავების ასევე სწრაფი მოხრითი  მოძრაობებით, რომელიც, როგორც წესი, გრძელდება რამოდენიმე წამის განმავლობაში, და ახასიათებს სპეციფიკური ეეგ-ცვლილებები. ვესტის სინდრომის დროს, უმეტეს შემთხვევაში,  ბავშვის ნეიროგანვითარება მნიშვნელოვნად  ჩამორჩება  ასაკობრივ ნორმებს. ინფანტილური სპაზმი შეიძლება წინ უძღოდეს შემდგომში სხვა ტიპის ეპილეფსიური გულყრების განვითარებას.

ლანდაუ - კლეფნერის სინდრომი  - ეპილეფსიის იშვიათი ფორმაა. ასევე ცნობილია, როგორც პროგრესირებადი ეპილეფსიური აფაზია და აფაზია კონვულსიური დარღვევით. ახასიათებს გულყრების დაწყება  2-დან 8 წლამდე პერიოდში. სპეციფიკური გულყრის ტიპი - მეტყველების ნელი უეცარი გადასვლა გაუგებარ მეტყველებაში  ან მეტყველების შეუძლებლობა, რომელიც შეტევის შემდეგ თანდათან უბრუნდება საწყის მდგომარეობას.   აღნიშნული სინდრომი რთულად ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას და  გავლენას ახდენს ზოგად ინტელექტუალურ ფუნქციონირებაზე.

ლენოქს გასტოს სინდრომი - ხასიათდება სხვადასხვა ტიპის გულყრების მონაცვლეობით, ხშირად ახლავს ინტელექტუალური სფეროს განვითარების შეფერხება, გულყრები რთულად ექვემდებარება მკურნალობას და ადამიანი საჭიროებს მუდმივ ეპილეფტოლოგიურ მეთვალყურეობას.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+