ეპილეფსია

როგორ ხდება ეპილეფსიის მკურნალობა?

Preview

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით დროული და სწორი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და სამედიცინო ზედამხედველობის პირობებში ეპილეფსიის მქონე ადამიანების  დაახლოებით 70%-ს სრულიად უწყდება ეპილეფსიური გულყრები და ისინი აგრძელებენ ჩვეულ საზოგადოებრივ აქტივობას (WHO, 2019).

მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:

●      მედიკამენტები - პირველ ეტაპზე, როგორც წესი, ეპილეფსიის მკურნალობა იწყება ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგო პრეპარატებით - ანტიკონვულსანტებით. დღეისათვის არსებობს 30-ზე მეტი სახის ანტიკონვულსანტი, რომელთა შერჩევაც ხდება მკურნალი ექიმის - ეპილეფტოლოგის მიერ, ეპილეფსიური გულყრისა და სინდრომის შესაბამისად.  ცნობილია, რომ  სწორი მედიკამენტური მკურნალობით გულყრების სრული კონტროლი მიღწევადია 10-დან 7 შემთხვევაში.

საყურადღებოა, რომ ზოგიერთი ანტიკონვულსანტი, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს გარკვეული ტიპი გულყრების შეწყვეტას, შესაძლოა, სხვა ტიპის შეტევებზე იმოქმედოს პირიქით, გაააქტიუროს ისინი. ამიტომ, ანტიკონვულსანტის თვითნებური მიღება, სხვა ანტიკონვულსანტით ჩანაცვლება, წამლის დოზის შეცვლა,   ან/და შეწყვეტა ყოვლად დაუშვებელია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები, სიკვდილობისა და უეცარი სიკვდილის დადგომის ჩათვლით.

ყველა ანტიკონვულსანტს, დადებითი თვისებების გარდა, ახასიათებთ სხვადასხვა ტიპის გვერდითი ეფექტებიც, რომელთა შესახებ ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს მკურნალობის დაწყებამდე.  გვერდითი ეფექტები, ძირითადად, ვლინდება წამლის დოზების სწრაფი ტემპით მატებისას (სწრაფი ტიტრაციის ტემპი), წამლის მაღალი თერაპიული დოზებით მიღების ან ზოგიერთი პრეპარატის კომბინაციის შემთხვევაში. გვერდითი მოვლენების გამოვლენისთანავე ადამიანმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.

ანტიკონვულსანტებთან ერთად ექიმი ზოგჯერ იყენებს ისეთ მედიკამენტს, რომელიც უზრუნველყოფს უშუალოდ მიმდინარე ეპილეფსიური გულყრის ეფექტურ მართვას.   ასეთი მედიკამენტები, გამოსაყენებლად მარტივია, ხასიათდება სწრაფი მოქმედებით, უსაფრთხოა და საერთოდ არა აქვს ან ახასიათებს მინიმალური გვერდითი ეფექტები. ასეთი ტიპის მედიკამენტის გამოყენების ძირითადი დანიშნულებაა დროულად მოახდინოს მიმდინარე გულყრის შეწყვეტა და ადამიანს თავიდან აარიდოს კრიტიკული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა -ეპილეფსიური სტატუსი, რაც, ზოგჯერ შეიძლება მოჰყვეს გულყრის მიმდინარეობის გახანგრძლივებას.

●      ქირურგიული მკურნალობა - ეს არის ნეიროქირურგიული პროცედურა. ქირურგიული ჩარევა შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს. როგორც წესი ქირურგიულ ჩარევაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება მას შემდეგ, რაც მედიკამენტური მკურნალობა არაეფექტურია (მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ფორმა). ქირურგიული ოპერაციის დანიშვნამდე უნდა ჩატარდეს სხვადასხვა სპეციფიკური კვლევები, რათა განისაზღვროს კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციული მკურნალობის შესაძლებლობა და მართებულობა.

●      დიეტა - ასეთი ტიპის მკურნალობის მიზანია გულყრების სიხშირის შემცირება; დიეტა, როგორც წესი, ინიშნება მკურნალი ექიმის რეკომენდაციით და გამოიყენება კომბინირებული მკურნალობის სახით, ანტიკონვულსიურ მედიკამენტებთან ერთად. ეპილეფსიური გულყრების დიეტოთერაპიის მიზნით გამოიყენება  კლასიკური კეტოგენური დიეტა და მოდიფიცირებული ატკინსის დიეტა.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+