ეპილეფსია

რა შეიძლება იყოს გულყრის მაპროვოცირებელი ფაქტორი (ტრიგერი)?

Preview

მიუხედავად იმისა, რომ გულყრა, შეიძლება განვითარდეს უეცრად, ყველანაირი მაპროვოცირებელი მიზეზის გარეშე, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გულყრას ჰქონდეს მაპროვოცირებელი  მიზეზი ე.წ. „ტრიგერი“, რომელიც ზრდის გულყრის აღმოცენების ალბათობას. მაპროვოცირებელი ფაქტორის გამოვლენა და დადგენა ადამიანს ეხმარება გულყრის თავიდან ასაცილებელი (პრევენციის) პირობების შერჩევაში, რადგან, როდესაც ადამიანისთვის ცნობილია გულყრის მაპროვოცირებელი სიტუაცია, ცხოვრების რეჟიმი და სტილი, იგი ირჩევს ისეთ პირობებს, რომელიც ნაკლებ სარისკოა გულყრის გამოვლენის კუთხით.

ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებადი “ტრიგერებია”:

  • მკურნალობის რეჟიმის დარღვევა (თვითნებურად მედიკამენტის მიღების შეწყვეტა, გამოტოვება, დოზის შემცირება ან წამლის შეცვლა);
  • ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევა, უძილობა;
  • შიმშილი, კვების რეჟიმის დარღვევა, ვიტამინების და მინერალების კვებითი დეფიციტი; საკვების მიღების არაჯანსაღი წესი (მაგ.: დიდი ხნის განმავლობაში შიმშილი, დეჰიტრადაცია);
  • ცხელებით ან ცხელების გარეშე მიმდინარე თავის ტვინის დაავადებები ;
  • ფსიქოლოგიური სტრესი;
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  • წამლებისა და ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენება;
  • მედიკამენტების/კვებითი დანამატების გამოყენება, რომლებიც აქვეითებენ ეპილეფსიური მედიკამენტების ეფექტურობას;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები, რეპროდუქციული სისტემის დაავადებები ან ჰორმონული ცვლილებები;
  • მოციმციმე  შუქები;
  • კონკრეტული  აქტივობები, ხმაური.
დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+