აუტისტური სპექტრის დარღვევა

საგანმანთლებლო გარემოს ორგანიზება

Preview
  • მოსწავლე უნდა სწავლობდეს ინკლუზიურ გარემოში, ეფექტურია მცირე ზომის ჯგუფში სწავლება.
  • ბავშვის შემეცნებითი უნარები შეფასებული უნდა იყოს სპეციალისტების მიერ და სკოლას ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ბავშვის ძლიერ/ სუსტ მხარეებსა თუ საჭიროებებზე.
  • ინფორმაციის გადამუშავების სტილი ყველა შემთხვევაში განსხვავებულია. სწორედ ამიტომ უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება კონკრეტული მოსწავლის ინდივიდუალური რესურსები და საჭიროებები.
  • გამოიყენეთ “ჯერ და შემდეგ" ტიპის ბარათები  დღის განრიგის გასაცნობად. ბარათები შესაძლოა, წამოდგენილი იყოს შემდეგი ფორმატით: რგოლებიანი ბაინდერის სახით, პლანშეტით, საქაღალდის სახით, დაფის, სამაგრებიანი ბარათების ფორმით, რომელიც მაგრდება მერხზე ან კედელზე.
  • ყურადღების დეფიციტის შემთხვევაში, აუცილებელია, დავალებები დაიყოს მცირე ნაწილებად და თითოეულ დავალებას მოსდევდეს უკუკავშირი მასწავლებლის მხრიდან.
  • მიეცით მეტი დრო თითოეული დავალების შესასრულებლად, ვინაიდან აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვების უმრავლესობა ინფორმაციას შედარებით ნელა ამუშავებს.
  • აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ხშირად აქვთ წერითი დავალებების შესრულების და აბსტრაქტული აზროვნების სირთულეები. სწორედ ამიტომ, საჭიროა დავალებების მორგება მოსწავლის საჭიროებებზე; კერძოდ, გამოკითხვისას უნდა გამოიყენოთ ტესტები- არჩევით პასუხებით. აირიდეთ ისეთი შეკითხვების დასმა, რომელიც იწყება „რატომ” და „როგორ” კითხვითი სიტყვებით. მსგავსი ტიპის შეკითხვები უნდა ჩანაცვლდეს დახურული ტიპის კითხვებით.
  • მათემატიკის დავალების შესრულებისას - უნდა შეაფასოთ მხოლოდ მოსწავლის მიერ მიღებული საბოლოო პასუხი და არ უნდა დააძალოთ, აგიხსნათ, თუ როგორ მიიღო ესა თუ ის შედეგი.
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეები, ხშირად, განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ ტექნიკის მიმართ. ისეთ შემთხვევაში, თუ ბავშვი არ ინტერესდება ფურცლით და კალმით, უმჯობესია, დართოთ მათ დავალების კომპიუტერზე შესრულების უფლება.
  • ჯგუფში მყოფი სხვა ბავშვები მომზადებულები უნდა იყვნენ და იცოდნენ აუტიზმის სპექტრის სპეციფიკის შესახებ, რაც უფრო ადვილს გახდის მათ შორის ინტერაქციას.
  • სოციალური უნარების გასავითარებლად, მასწავლებლებმა აქტიურად უნდა განამტკიცოს ბავშვის მხრიდან სოციალური ურთიერთობის ინიცირების და წარმართვის მცდელობები. ეფექტურია თანაკლასელების ჩართვა კონკრეტული სოციალური სიტუაციების ინსცენირებისთვის, იმის დასასწავლად, თუ როგორ მოიქცეს ბავშვი მსგავს სიტუაციებში.
დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+