აუტისტური სპექტრის დარღვევა

ინტერვენციის მეთოდები - 3. ფლორთაიმ თერაპია

ფლორთაიმი არის ურთიერთობაზე დაფუძნებული თერაპია აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის. ფლორთაიმი გულისხმობს მიდგომას, როდესაც მშობელი ან თერაპევტი იატაკზე  ბავშვთან ერთად თამაშობს და ერთვება აქტივობებში.

ფლორთაიმი არის ალტერნატივა ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA). ზოგჯერ საჭიროებიდან გამომდინარე ორივე თერაპიას ერთად იყენებენ.

თერაპიის მიზანია, მოზრდილები დაეხმარონ ბავშვებს კომუნიკაციის უნარების გაფართოებაში. ისინი ერგებიან ბავშვს განვითარების დონეს და ხელს უწყობენ მათი ძლიერი მხარეების განვითარებას.

თერაპევტები და მშობლები, ბავშვებთან ერთად, ერთვებიან იმ საქმიანობაში, რომელიც ბავშვს უყვარს. ისინი მათთან ერთად თამაშობენ და მიჰყვებიან ბავშვის ინიციატივას.

ფლორთაიმი მიზნად ისახავს დაეხმაროს ბავშვს, მიაღწიოს ექვს მნიშვნელოვან ნაბიჯს, რაც ხელს უწყობს ემოციურ და ინტელექტუალურ ზრდას:

  • თვითრეგულირებას და სამყაროსადმი ინტერესს
  • ინტიმურობას, ან ურთიერთობებში ჩართვას
  • ორმხრივ კომუნიკაციას
  • რთულ კომუნიკაციას
  • ემოციურ იდეებს
  • ემოციურ აზროვნებას

თერაპევტები მშობლებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა მიმართონ შვილები უფრო და უფრო რთული ინტერაქციისაკენ. ამ პროცესს, უწოდებენ ”კომუნიკაციის წრეების გახსნა-დახურვას”, რაც უმთავრესია ფლორთაიმ მიდგომისთვის.

ფლორთაიმი არ მუშაობს მეტყველებაზე, ფიზიკურ ან შემეცნებით უნარებზე უშუალოდ. ამ უნარებს  ის ავითარებს ემოციური სფეროს განვითარებაზე ფოკუსირების გზით.

საერთო ჯამში, ეს მეთოდი აუტიზმის მქონე ბავშვებს ეხმარება პოტენციალის გამოვლენაში.

ფლორთაიმი ტარდება მშვიდ გარემოში. ეს შეიძლება იყოს სახლი ან სხვა სტრუქტურირებული ან არა სტრუქტურირებული გარემო.

თერაპიის სესიები დღეში ორიდან ხუთ საათამდეა. ის მოიცავს მშობლებისა და აღმზრდელების ტრენინგსა და ბავშვთან ინტერაქციას.

სესიის განმავლობაში, მშობელი ან სერვისის მიმწოდებელი უერთდება ბავშვის საქმიანობას და მიჰყვება ბავშვის ინიციატივებს. შემდეგ, მშობელი ან სერვისის მიმწოდებელი ერთვება უფრო და უფრო რთულ ინტერაქციაში ბავშვთან.

ფლორთაიმ მიდგომის გამოყენება სკოლამდელ დაწესებულებებში,  ზრდის ბავშვის ჩართულობას მის თანატოლებთან.

სესიები ხელს უწყობს ორმხრივ თამაშს, რომელიც საფუძველს უყრის გაზიარებული ყურადღების, ჩართულობისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას. მშობლები და თერაპევტები ეხმარებიან ბავშვს ყურადღების გამახვილებაში, რათა გააღრმაონ მათი ინტერაქცია და აბსტრაქტული, ლოგიკური აზროვნება.

განვიხილოთ მაგალითი:

თუ ბავშვი აგორებს სათამაშო სატვირთო მანქანას, შესაძლოა მშობელმა იმავე გზით გააგოროს თავისი სათამაშო მანქანაც. შემდეგ მშობელმა შეიძლება მანქანა ბავშვის სატვირთო მანქანის წინ დააყენოს, ან თამაშს სიტყვები დაუმატოს. ეს ხელს უწყობს ბავშვის, რომ მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს ინტერაქცია.

ბავშვის უნარების გაუმჯობესებასთან ერთად, თერაპევტები და მშობლები ბავშვის განვითარებისა და ინტერესების შესაბამისად ცვლიან სტრატეგიებს, რადგან ხელი შეუწყონ ინტერაქციის უფრო მაღალ დონეს.

მაგალითად, სათამაშო სატვირთო მანქანაზე თამაშის ნაცვლად, მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვა სათამაშოები ან აქტივობები, რომლისადმიც ბავშვი განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა.

ოჯახებმა სასურველია, გამოიყენონ ფლორთაიმის პრინციპები ბავშვთან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+