აუტისტური სპექტრის დარღვევა

ინტერვენციის მეთოდები - 2. ქცევის გამოყენებითი ანალიზი

ქცევის გამოყენებით ანალიზი (ABA) არის დასწავლის თეორიაზე დაფუძნებული სისტემური ჩარევის მეთოდი,  რომელიც ემსახურება სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევის ფორმირებას, თუ ხარისხობრივი ცვლილებების განხორციელებას.

ქცევის გამოყენებით ანალიზი გვეხმარება გავიგოთ თუ:

  • როგორ მოქმედებს ქცევა
  • როგორ გავლენას ახდენს გარემო ქცევაზე
  • როგორ ხდება დასწავლა

თერაპიის მიზანია, სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევის ზრდა და საზიანო ან დასწავლის პროცესზე უარყოფითად მოქმედი ქცევების შემცირება.

ABA თერაპია ამცირებს პრობლემურ ქცევებს და აუმჯობესებს: ენისა და კომუნიკაციის სფეროს, ყურადღების ფოკუსირების, მეხსიერების, სოციალურ, ადაპტურ და აკადემიურ უნარებს.

  • ABA თერაპია:
  • ერგება თითოეული ადამიანის უნიკალურ მოთხოვნილებებს
  • შესაძლოა ხორციელდებოდეს სხვადასხვა ადგილას - სახლში, სკოლაში და სხვა სოციუმში
  • ასწავლის უნარებს, რომლებიც სასარგებლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • მოიცავს  როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მიდგომას.

ABA-ს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია დადებითი განმტკიცებაა. როდესაც ქცევას მოსდევს რაიმე, რაც სუბიექტისთვის ღირებულია (ჯილდო), ადამიანი უფრო მეტად იმეორებს ამ ქცევას. დროთა განმავლობაში, ეს ხელს უწყობს ქცევის დადებით ცვლილებას.

პირველი ეტაპზე, თერაპევტი განსაზღვრავს სამიზნე ქცევას. ყოველ ჯერზე, როდესაც პიროვნება წარმატებით ავლენს ამ ქცევას ან უნარს,  იღებს ჯილდოს. ჯილდო შესაძლოა იყოს - შექება-აღიარება, სათამაშო ან წიგნი, ვიდეოს ყურება, სათამაშო მოედანზე წასვლა სხვა ადგილმდებარეობაზე წვდომა და ა.შ. მთავარი, რასაც ვიყენებთ განმამტკიცებლად (ჯილდოდ) იყოს სუბიექტისთვის სასურველი და საინტერესო.

როგორ მიმდინარეობს ABA პროგრამა

გამოცდილი ქცევის ანალიტიკოსი (BCBA) ადგენს და უშუალოდ ზედამხედველობს პროგრამას. ისინი პროგრამას ადგენენ ინდივიდუალურად აუტიზმის სპექტრის მქონე თითოეული პირის საჭიროებების, ინტერესების, ძლიერი მხარეებისა და ოჯახური სიტუაციის მიხედვით.

ლიცენზირებული ქცევის ანალიტიკოსები ჩარევას იწყებენ თითოეული ადამიანის უნარებისა და ძლიერი მხარეების დეტალური შეფასებით. შეფასების შედეგების მიხედვით, ხდება თერაპიის კონკრეტული მიზნების შემუშავება და მათი მიღწევის გზების ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერა.

ABA თერაპევტი, მარტივიდან რთულისკენ მიდგომით (მაგალითად, ერთჯერადად ბგერის წარმოთქმიდან- საუბრის წარმოებამდე), მუშაობს თითოეული ნაბიჯის სწავლებაზე,

BCBA და თერაპევტები აფასებენ პროგრესს თერაპიის თითოეულ სესიაზე მონაცემების შეგროვებით. მონაცემები ეხმარება მათ მუდმივად აკონტროლონ პიროვნების პროგრესი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე.

ქცევის ანალიტიკოსი რეგულარულად ხვდება ოჯახის წევრებს და პროგრამის მიმწოდებლებს, რომ განიხილონ ინფორმაცია მუშაობის დინამიკასთან დაკავშირებით, რაც მათ საშუალებას აძლევთ წინასწარ დაგეგმონ და საჭიროებისამებრ შეცვალონ სწავლების გეგმები და მიზნები.

მშობლების, ოჯახის წევრებისა და აღმზრდელებისთვის მნიშვნელოვანია ABA პრინციპების ცოდნა და ჩართულობა მუშაობის პროცესში, რათა მათ ხელი შეუწყონ დასწავლილის გავარჯიშებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის აუტიზმის მქონე პირთან, ადრეული ბავშვობიდან ზრდასრულობამდე.

კვლევებზე დაფუძნებით, ინტენსიური და გრძელვადიანი თერაპია ABA პრინციპების გამოყენებით, აუმჯობესებს შედეგებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბევრ, მაგრამ არა ყველა ბავშვში. "ინტენსიური" და "გრძელვადიანი" ეხება პროგრამებს, რომლებიც კვირაში 25-დან 40 საათამდე თერაპიას  გულისხმობს.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+