სენსორული ინტეგრაციის თერაპია გამოიყენება სენსორული გადამუშავების სირთულეების მქონე პირებთან. ეხმარება ბავშვს სხვადასხვა სენსორული არხიდან მიღებული სტიმულების გადამუშავებაში, რათა ჰქონდეს ადექვატური რეაქცია/ადაპტური პასუხი ბუნებრივ გარემოში მიღებულ ყოველდღიურ სტიმულებზე.
სენსორულ ინტეგრაციაზე მუშაობის დროს ოკუპაციური თერაპევტები იყენებენ სხვადასხვა გარემოს - სახლი, ეზო, სათამაშო მოედანი, სენსორული ოთახი...
სენსორული ინტეგრაციის თერაპიის ინტენსივობა და სესიის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ბავშვის საჭიროებაზე და ინდივიდუალური შეფასების შედეგებზე.
- პროცესში მნიშვნელოვანია რამდენიმე ბაზისური პრინციპის გათვალისწინება:
- თერაპია უნდა ეფუძნებოდეს ზოგად პროფესიულ ხედვას და იყოს ორიენტირებული საქმიანობით შედეგზე. მაგალითად ბავშვმა შეძლოს ყოველდღიური საქმიანობების განხორციელება, წარმატებული ჩართულობა სასკოლო, დასვენების აქტივობებში და სხვა.
- თერაპიის პროცესში გამოყენებული აქტივობები უნდა იყოს ბავშვზე მორგებული, თამაშზე დაფუძნებული, ასაკისა და განვითარების შესაბამისი და სასიამოვნო.
- წახალისებული უნდა იყოს ბავშვის ჩართულობა გამომწვევ, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ აქტივობებში.
- სენსორულ ინტეგრაციაზე მუშაობის დროს, ყველაზე აქტიურად კი გამოიყენება სენსორული ოთახი, რომელიც აღჭურვილია სპეციფიკური მასალით.