ოფიციალური დიაგნოზის დასმა პირველი სიმპტომების აღმოჩენიდან რამდენიმე თვის ან ზოგჯერ 2 წლის შემდეგაც ხდება. ზოგადად, 3 წლამდე არ ხდება ოფიციალური დიაგნოსტირება. 3 წლამდე განსაზღვრავენ როგორც სავარუდო დიაგნოზს და 3 წლისთვის ხდება განმეორებითი შეფასება - სავარაუდო დიაგნოზის დასადასტურებლად ან უარსაყოფად. დიდ წილად ეს გამოწვეულია იმით, რომ არ მოხდეს დიაგნოზის არასწორად დასმა, ტიპიური განვითარების ბავშვებსაც ხშირად აღენიშნებათ აუტიზმის სპექტრის დამახასიათებელი ცალკეული მახასიათებლები, რომლებიც ქრება ბავშვის ზრდასთან ერთად ან ადრეული ინტერვენციის შემთხვევაში.
ბავშვის პრობლემისთვის სახელის დარქმევას შესაძლოა დრო დასჭირდეს, ამიტომ, პარალელურად რეაბილიტაციის პროცესის წამართვა ეფექტური და სასურველია.
დიაგნოზის განსაზღვრის შემდეგ, ბავშვებს სჭირდებათ კომპლექსური დახმარება: ქცევის, მეტყველების, ოკუპაციური თერაპევტის და ფსიქოლოგის მხრიდან. სხვა, თანმხლები დარღვევების შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს მედიკამენტიც.
ინტერვენციის პროგრამის შერჩევა ხდება ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. ძირითადად, მუშაობა მიმართულია სოციალური კომუნიკაციის და ყოველდღიური ფუნქცინირებისთვის საჭირო ჩვევების დასწავლაზე.
შედეგიანია მხოლოდ სტრუქტურირებული და ინტენსიური თერაპია.