აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზის დასმა, ხშირად, ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს და ეფუძნება:
- ინტერვიუებს მშობლებთან, მასწავლებელთან, აღმზრდელთან;
- მოიცავს სხვადასხვა გარემოში დაკვირვებას;
- ფორმალური შეფასების ინსტრუმენტების/ტესტების გამოყენებას უშუალოდ ბავშვთან.
თანამედროვე მსოფლიოში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის დიაგნოსტიკა ხდება ოქროს სტანდარტად აღიარებული ტესტების გამოყენებით. ესენია:
- ADOS-2 (Autism Diagnostic Observation Scadule)
- ADI-R (Autism Diagnostic Interier Revised)
- CARS 2
ADOS-2 შედგება 5 მოდულისაგან, რომელთა შერჩევა ხდება პირის ასაკისა და მეტყველების ხარისხის გათვალისწინებით. ინსტრუმენტი ეყრდნობა პროვოცირებული სიტუაციებში ბავშვის ქცევაზე უშუალო დაკვირვებას. აღნიშული შეფასების ინსტრუმენტი გამოიყენება 1 წლის ასაკიდან. ADOS -2 იძლევა ინფორმაციას არის თუ არა დიაგნოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები სახეზე და რა სიმძიმითაა ისინი გამოხატული.
ADI-R-2 მოიცავს უშუალოდ ბავშვის ქცევაზე დაკვირვებას და მშობელთან ინტერვიუს. აღნიშნული ტესტი გამოიყენება ბავშვების შეფასებისთვის, რომელთა გონებრივი ასაკი შეესაბამება 2 წელს. ADI-R-2 წარმოადგენს სკრინინგ-ინსტრუმენტს და არ არის საკმარისი დიაგნოსტირებისთვის.
CARS2 შედეგება 3 ფორმისგან: I ფორმა (ST) - არის სტანდარტული რეიტინგის სკალა აუტიზმისთვის; II ფორმა (HF) - არის მაღალ ფუნქციურებისთვის; III ფორმა (QPC) - კითხვარი მშობლებისთვის. აღნიშნული შეფასების ინსტრუმენტი გამოიყენება 2 წლის ასაკის შემდგომ. ტესტის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იძლევა აღწერით ინფორმაციას; არის დაკვირვების და ინტერვიუს მონაცემები; არ საჭიროებს სპეციალურ გარემოს ჩატარებისთვის.
თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტი, სანდოა დიაგნოზის გამოსარიცხად, მაგრამ დიაგნოზის დასადასტურებლად არასაკმარისია - მულტიდისციპლინური მიდგომის და სისტემური კლინიკური ანალიზის გარეშე.