აუტიზმის სპექტრის აშლილობების შემთხვევაში, ინტელექტის ყველა დონე/ მაჩვენებელი შეიძლება შეგვხვდეს. თუმცა, ჩვეულებრივი ან მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვებსაც კი არათანაბრად აქვთ განვითარებული შემეცნებით უნარები. როგორც წესი, მათი ვერბალური უნარები გაცილებით სუსტია, ვიდრე არავერბალური. უმეტესად, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები კარგად ართმევენ თავს ისეთ დავალებებს, რომლებიც ეფუძნება მხედველობითი ინფორმაციის/ მასალის დამახსოვრებს. ამავდროულად კი უფრო მეტად უჭირთ ისეთი დავალებების შესრულება, რომელიც ეყრდნობა ვერბალურ უნარებს და აბსტრაქტულ აზროვნებას (მაგალითად მსჯელობა, გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამის გაგება).
აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირთა დაახლოებით 10%-ს გააჩნია განსაკუთრებულად განვითარებული კონკრეტული უნარები. ასეთი შეიძლება იყოს: არითმეტიკული გამოთვლები, ფაქტების ზედმიწევნით დამახსოვრება, მელოდიის გამეორება, ხატვა...