აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებისთვის დამახასიათებელია შეზღუდული ქცევები და ინტერესები, რაც შეიძლება ვლინდებოდეს შემდეგნაირად:
- რიტუალიზირებული ქცევები (მოქმედებების უცვლელი თანმიმდევრობით განხორციელება, მაგალითად ჭამს მხოლოდ ერთი და იგივე ადგილას, ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე საკვებს, ან იცვამს ყოველთვის ერთიდაიგივე თანმიდევრობით);
- კონკრეტული სიტყვების, ბგერების ან მოძრაობების გამეორება;
- საკვების ამოჩემება (შეიძლება ჭამდეს მხოლოდ პიურის სტრუქტურის საკვებს, მხოლოდ მრგვალს, მხოლოდ თეთრს..);
- ცვლილებებისადმი შეგუების პრობლემა (შეიძლება ავლენდეს ქცევის და ემოციურ პრობლემებს, როდესაც მის განრიგში ან გარემოში იცვლება აქტივობა თუ ნივთის მდებარეობა);
- განსაკუთრებული მიჯაჭვულობა უჩვეულო საგნებისადმი (რეზინის ზონარები, გასაღები, წითელი ფერი, შუქის ჩამრთველები და სხვა);
- ამოჩემებული ინტერესი სპეციფიკური თემების მიმართ (რიცხვები, სიმბოლოები, რუკები, მანქანის სანომრე ნიშნები..);
- ერთფეროვნების, წესრიგის და დადგენილი რეჟიმის ძლიერი მოთხოვნილება (მაგ. მწკრივში აწყობს ნივთებს, დაჟინებულად იცავს მკაცრ განრიგს, მის დადგენილ რეჟიმში ან გარემოში ცვლილებების შეტანისას ღელავს);
- ფიზიკური მოუქნელობა- უჩვეულო პოზა დგომისას, ჯდომისას, ან სიარულის უჩვეულო მანერა;
- განსაკუთრებული ინტერესი მბრუნავი საგნებისადმი და ნივთებისადმი - მოძრავი დეტალებით (მაგ. აღფრთოვენებას გამოხატავს მანქანის, ველოსიპედის მბრუნავი ბორბლის მიმართ და არა თვითონ ველოსიპედის ან მანქანისადმი).