აუტისტური სპექტრის დარღვევა

მეტყველება და ენა აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს

Preview

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან შესაძლოა ვლინდებოდეს:

  • ჩამორჩენა მეტყველების დაუფლების საფეხურზე (თავიდანვე) ან მეტყველების გამოხატული გაუარესება, ლექსიკის გაღარიბება 2 წლის ასაკის შემდგომ. (მაგალითად, შესაძლოა ბავშვი 2 წლამდე ამბობდეს ორ სიტყვიან წინადადებებს, იცოდეს მოკლე სიმღერა, ლექსი, პასუხობდეს მარტივ შეკითხვას და დროდადრო, უფრო მეტის სწავლის ნაცვლად, ეს დაუფლებული ცოდნაც აღარ, ან გაუარესებულად  ვლინდებოდეს);
  • ხმის უჩვეულო ტემბრი და წამღერებითი ინტონაციები  მეტყველებისას;
  • ამოჩემებული სიტყვების და ფრაზების ხშირი გამეორება - კომუნიკაციის დამყარების განზრახვის გარეშე (მაგალითად, შეიძლება იმეორებდეს ბოლოს მოსმენილ, ან ამოჩემებულ სიტყვას ფრაზას,  სიტუაციის შეუსაბამოდ);
  • დიალოგის დაწყების ან გაგრძელების სირთულე;
  • სურვილებისა და მოთხოვნილებების სიტყვიერად გამოხატვის პრობლემა
  • მარტივი მტკიცებითი და კითხვითი ფორმის წინადადებების გაგების პრობლემა;
  • იუმორის, ირონიის, სარკაზმის თუ  ანდაზის წვდომის/ გაგების დეფიციტი. 
დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+