აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის სირთულეს წარმოადგენს სოციალური ურთიერთობების დამყარება, რაც გამოწვეულია კომუნიკაციური და სოციალური უნარების დეფიციტით. მახასიათებლები შესაძლოა, ვლინდებოდეს შემდეგი სახით:
- უჩვეულო ან სიტუაციისთვის შეუსაბამო ჟესტები, მიმიკები.
- თვალით კონტაქტის არიდება (არ გიყურებთ, როცა ესაუბრებით)
- საკუთარი მიღწევების, ემოციების გამოხატვის, სხვებისათვის გაზიარების სურვილის დეფიციტი ან არარსებობა (მაგალითად, გაჩვენოთ მისი ნახატი, გაიშვიროს თითი ლამაზი ჩიტისაკენ, რათა თქვენც დაგანახოთ).
- ინტერაქციის დაწყების და წარმართვის სირთულე. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მივიდეს სხვებთან და დაამყაროს სოციალური კომუნიკაცია; გამოიყურება როგორც ინერტული/პასიური, განცალკევებული; ამჯობინებს სიმარტოვეს.
- სხვა პირთა გრძნობების, რეაქციების და არავერბალური მინიშნებების გაგების სირთულე.
- მეგობრების შეძენის და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბების სირთულე/ წარუმატებელი მცდელობები ან სურვილის არ ქონა.