ხშირად დასმული შეკითხვები
  • 1. რა არის შეაღე?

    შეაღე არის უფასო ონლაინ პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოიძიოთ ორგანიზაციები, რომლებიც აწვდიან მომსახურებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

    ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია  საქართველოს მასშტაბით, თქვენს თემში, ქალაქში, რეგიონში და/ან მის ფარგლებს მიღმა  არსებული მომსახურებებისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების შესახებ.

    ამავდროულად, შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით, გვიჩვენებს მოძიებული ორგანიზაციის ზუსტ მისამართს.

     

  • 2. როგორ მუშაობს შეაღე?

    თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შეაღე ნებისმიერი მომსახურების და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მოსაძიებლად.

    ჩვენს ვებ-გვერდზე ასახული მონაცემთა ბაზა ორგანიზებულია სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების ადგილმდებარეობის, მომსახურების კატეგორიისა და მომსახურების ტიპის მიხედვით.

    შეაღეს საწყის გვერდზე არსებული საძიებო სისტემის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ მომსახურებები სერვისის ტიპის, სახელწოდების, რეგიონის ან მისამართის გამოყენებით.

    მას შემდეგ, რაც თქვენი ძიების შედეგი აისახება, რუკაზე გამოჩნდება ორგანიზაციის ზუსტი ადგილმდებარეობა და საკონტაქტო ინფორმაცია. თქვენ ასევე შეძლებთ ბმულის მეშვეობით გადახვიდეთ მომსახურების მიმწოდებლის გვერდზე, რომელზეც განთავსებულია  უფრო დეტალური ინფორმაცია, მომსახურების შესახებ.  

    შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით. რომელიც განთავსებულია სერვისის მიმწოდებლის გვერდის ბოლოში.

     

  • 3. როგორ გამოვიყენო შეაღე?

    შეაღე დაგეხმარებათ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული ყველა ტიპის სერვისის მოძიებაში.

    თქვენთვის საინტერესო მომსახურება, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ შეაღეს  საწყისი გვერდიდან, რომელიმე ერთი გზით:

    -    აირჩიეთ ასაკობრივი კატეგორია

    -    მიუთითეთ რეგიონი (რეგიონების ჩამონათვალში აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო  რეგიონი)

    -    დააკონკრეტეთ მომსახურების  კატეგორია (მომსახურების კატეგორიების ჩამონათვალში              აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო მომსახურება)

    თქვენი დაზუსტებების შედეგად გამოჩნდება იდენტიფიცირებული მომსახურება.  დააკლიკეთ ნიშნულზე, რათა შეიტყოთ მეტი მომსახურების შესახებ და მიჰყევით ბმულს მომსახურების მიმწოდებლის გვერდზე გადასასვლელად.

    შეაღე შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპიუტერის, პლანშეტური კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის მეშვეობით. ამ დროისთვის, შეაღე  ხელმისაწვდომია მხოლოდ ონლაინ, მოწყობილობის ინტერნეტთან კავშირის შემთხვევაში, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე რომ შეაღე  ასევე გავხადოთ ხელმისაწვდომი ინტერნეტთან კავშირის გარეშე.

  • 4. როგორ დავრეგისტრირდე?

    თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, საწყისი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე  "რეგისტრაცია" ან "შესვლა" დაჭერით. ღილაკზე დაჭერის შემდეგ, თქვენ უნდა მიჰყვეთ ინსტრუქციას და შეავსოთ ფორმა, რის შედეგადაც შექმნით თქვენს ანგარიშს. რეგისტრაცია ძალიან მარტივია.

    პირდაპირ რეგისტრაციის გვერდზე გადასასვლელად, დააჭირეთ აქ

  • 5. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ დავრეგისტრირდე?

    თუ თქვენ ხართ მომსახურების მაძიებელი:

    რეგისტრაციის შედეგად თქვენ გექნებათ წვდომა შეაღეს  დამატებით ფუნქციებზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაუგზავნოთ პირადი შეტყობინება რეგისტრირებულ მომსახურების  მიმწოდებლებს; თქვენს სიაში შეინახოთ სასურველი მომსახურებები, რათა ყოველ ჯერზე არ დაგჭირდეთ მათი ხელახლა მოძიება. 

    თუ თქვენ ხართ სერვისის მიმწოდებელი:

    შესაძლებლობა გექნებათ შეაღეზე  განათავსოთ ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციისა და თქვენს მიერ მიწოდებული მომსახურებების შესახებ. ასევე, ნებისმიერ დროს დაამატოთ, განაახლოთ და დაარედაქტიროთ თქვენი გვერდი.

  • 6. ყველას შეუძლია დარეგისტრირება? შემიძლია თუ არა დარეგისტრირება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ ვცხოვრობ?

    რა თქმა უნდა!

    შეაღე  არის სრულიად უფასო და ღია მონაცემთა ბაზა. თუ თქვენ გაქვთ ინტერნეტი და კომპიუტერი, პლანშეტური კომპიუტერი ან მობილური მოწყობილობა, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მაშინაც კი თუ საქართველოში არ ცხოვრობთ.

  • 7. ვარ მომსახურების  მიმწოდებელი ორგანიზაცია. როგორ განვათავსო ინფორმაცია შემს შესახებ შეაღეზე?

    თუ თქვენ ხართ მომსახურების  მიმწოდებელი ორგანიზაცია და თქვენს მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებები ჯერ კიდევ არ არის განთავსებული შეაღეზე თქვენ პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ და გახსნათ ანგარიში ვებ-გვერდზე. 

    ამის შემდეგ მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ განათავსოთ თქვენი ორგანიზაცია და ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მომსახურებები.

    თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, საწყისი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე  "რეგისტრაცია" დაჭერით. ღილაკზე დაჭერის შემდეგ, თქვენ უნდა მიჰყვეთ ინსტრუქციას და შეავსოთ ფორმა, რის შედეგადაც შექმნით თქვენს ანგარიშს.

    ანგარიშის გახსნის შემდეგ, დააჭირეთ, საწყისი გვერდის მარცხენა მხარეს მდებარე ღილაკს "ორგანიზაცია“;  შესაბამის გვერდზე გადასვლის შემდეგ, აირჩიეთ „ორგანიზაციის დამატება“ და მიჰყევით მომსახურებების დამატების ინსტრუქციას.

    ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შევსების შემდეგ, აირჩიეთ მომსახურება, რომელსაც აწვდის თქვენი ორგანიზაცია, და შეავსეთ ინფორმაცია თქვენს მიერ მიწოდებულ მომსახურებაზე / მომსახურებებზე.  

    რეგისტრაცია ძალიან მარტივია!!!

    სირთულეების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე sheaghe.info@gmail.com

    here

  • 8. მსურს დავრეგისტრირდე, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში თუ არ მსურს მივუთითო ჩემი მისამართი და საკონტაქტო დეტალები?

    რეგისტრაციისას თქვენ დაგჭირდებათ მიუთითოთ თქვენი მოქმედი ელ-ფოსტის მისამართი იმისთვის, რათა ჩვენ დავრწმუნდეთ, რომ თქვენ ხართ რეალური პიროვნება. ჩვენ არასოდეს გამოვიყენებთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართს ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გასაგზავნად. ამასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

    თუ თქვენ ხართ მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, შეაღეზე რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ მისამართის მითითება, რადგან შეაღეს შექმნის მიზანი, სწორედ ისაა, რომ ადამიანებს გაუადვილდეთ თქვენი მოძიება და თქვენთან დაკავშირება.

    ჩვენ გვესმის, რომ თქვენ შეიძლება არ გსურდეთ, ადამიანებმა მოგწერონ თქვენს პირად საფოსტო ანგარიშზე, რის გამოც, გირჩევთ გამოიყენოთ ორგანიზაციის ელ-ფოსტის მისამართი ან გახსნათ ახალი ელ-ფოსტა, რომელსაც გამოიყენებთ შეაღეზე.

  • 9. ვებ-გვერზე ძალიან ბევრი მომსახურებაა განთავსებული. როგორ ახდენთ იმის გადამოწმებას, რომ მომსახურების მიმწოდებლები ზუსტად იმ მომსახურებას აწვდიან რაც მითითებული აქვთ?

    საკმაოდ რთულია სრულად გადამოწმება რამდენად ზუსტ და უახლეს ინფორმაციას გვაწვდიან მომსახურების  მიმწოდებელი ორგანიზაციები. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ვაკონტროლოთ რომ სერვისის მიმწოდებლები რეგულარულად ანახლებდნენ თავიანთ საინფორმაციო გვერდს.

    თუ თქვენ შეაღეზე აღმოაჩენთ მომსახურების  მიმწოდებელ ორგანიზაციას, რომელსაც ფიქრობთ, რომ განთავსებული აქვს არასწორი ინფორმაცია თავისი მომსახურების შესახებ ან ინფორმაცია აღარ არის განახლებული, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და დაწვრილებით შეგვატყობინოთ ამის შესახებ. ჩვენ თითოეულ ასეთ შემთხვევას განვიხილავთ.

    დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე sheaghe.info@gmail.com

  • 10. ვიპოვე სერვისი, რომელიც მჭირდება! როგორ შეიძლება დავრწმუნდე რომ სერვისი ჯერკიდევ ხელმისაწვდომია?

    საუკეთესო გზა ამის დასაზუსტებლად სერვისის მიმწოდებელთან დაკავშირებაა! თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ მათ, მისწეროთ მითითებულ ელ-ფოსტაზე ან გაუგზავნოთ შეტყობინება ვებ-გვერდის მეშვეობით. თუ თქვენთვის მოსახერხებელია, ასევე შეგიძლიათ პირადად ეწვიოთ სერვისის მიმწოდებელს.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ შეაღეზე განთავსებული ინფორმაცია განახლებულია და რეალობას შეესაბამება, ვაცნობიერებთ, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა არ ასახავდეს სრულყოფილ სურათს.

    ჩვენ ასევე არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ მომსახურების ხარისხზე. თუ თქვენ შეაღეზე აღმოაჩენთ ორგანიზაციას, რომელსაც ფიქრობთ, რომ განთავსებული აქვს არასწორი ინფორმაცია თავისი მომსახურების შესახებ ან ინფორმაცია აღარ არის განახლებული, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და დაწვრილებით შეგვატყობინოთ ამის შესახებ. ჩვენ თითოეულ პრეტენზიას განვიხილავთ.

    დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე sheaghe.info@gmail.com

  • 11. გავუგზავნე შეტყობინება მომსახურების მიმწოდებელს. დიდი დრო გავიდა და მათგან ჯერ კიდევ არ მიმიღია პასუხი. რა შემიძლია რომ გავაკეთო?

    სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში არ არსებობს ბევრი შესაძლებლობა. შეტყობინება იგზავნება ორგანიზაციის მიერ  მითითებულ  ელ-ფოსტაზე. შესაბამისად, შესაძლოა მომსახურების  მიმწოდებელმა ამ დროისთვის ვერ მოახერხა პასუხის გაცემა. ზოგიერთი მომსახურების მიმწოდებელი უთითებს ალტერნატიული ელ-ფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს თავის საინფორმაციო გვერდზე.

    თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ დაუკავშირდით მომსახურების მიმწოდებელს, ჩვენ გირჩევთ კიდევ ერთხელ სცადოთ. თუ კვლავაც ვერ მიიღებთ პასუხს ან გაგიჩნდებათ ვარაუდი რომ მომსახურება აღარ ფუნქციონირებს, გთხოვთ შეგვატყობინეთ ამის შესახებ.

    დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე sheaghe.info@gmail.com

  • 12. ეს ვებ-გვერი მხოლოდ საქართველოსთვისაა? არის ის ხელმისაწვდომი რომელიმე სხვა ქვეყანაში?

    ამ დროისთვის, შეაღეზე ასახულია მხოლოდ საქართველოში არსებული სერვისები. სხვა ქვეყნებს შესაძლოა ჰქონდეთ მსგავსი საძიებო სისტემები, თუმცა ჩვენ მათთან კავშირი არ გვაქვს.

  • 13. შეაღე მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი?

    დიახ, ამ დროისთვის, ვებ-გვერი ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

  • 14. შეაღე მხოლოდ ონლაინ არის ხელმისაწვდომი? შემიძლია შეაღეს გამოყენება ინტერნეტ კავშირის გარეშე?

    დიახ, ამ დროისთვის, შეაღე ხელმისაწვდომია მხოლოდ ონლაინ, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ რომ ის ხელმისაწვდომი გავხადოთ ინტერნეტ კავშირის გარეშე.

    თქვენ შეგიძლიათ ვებ-გვერდი გამოიყენოთ მობილური მოწყობილობის მეშვეობით,  თუმცა შესაძლოა გვერდი ჩვეულებრივზე უფრო ნელა მუშაობდეს.

დიალოგის დახურვა
შეაღეს შესახებ

შეაღე საშუალებით თქვენ მოიძიებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აწვდიან შემდეგ მომსახურებებს: სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის მხარდამჭერი მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, იურიდიული მხარდაჭერა, დასაქმების მხარდამჭერი მომსახურება, და სხვა.

შეაღე დაკავშირებულია რუკასთან, რომელიც ნიშნულების მეშვეობით ასახავს საქართველოს მასშტაბით, თქვენს რეგიონში, ქალაქში ან თემში არსებულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მათ ზუსტ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს და დეტალურ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის აღმოჩენა შესაძლებელია საძიებო ფუნქციის გამოყენებით. შეაღეს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მისწეროთ სერვისის მიმწოდებელს, შეტყობინების ფუნქციის გამოყენებით და შეაფასოთ სერვისი. 

ასევე, შეაღეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაგიგოთ მეტი განვითარების სხვადასხვა დარღვევის შესახებ. აქ თვენ დაგხვდებათ მარტივი ენით და ნათელი გამოსახულებებით მოცემული სანდო ინფორმაცია შემდეგ დარღვევებზე: ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია, ტიკეები და სხვა

თითოეულ დარღვევასთან მიმართებაში განხილულია დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტერვენციის სტრატეგიებსი, რეკომენდაციები და სხვა.

 

პარტნიორები
მაკი ცდილობს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  საჭირო რესურსების მიწოდებით, მხარდამჭერი სისტემებისა და მათზე მზრუნველი საზოგადოების გაძლიერების გზით. კომუნიკაცია მონაცემებით: ინოვაციური. ეფექტური. მარტივი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაკ ჯორჯია

მისამართი მისამართი: კავსაძის ქუჩა 3 , მეორე სართული, თბილისი, საქართველო

ტელეფონი ტელეფონი: უფასო ცხელი ხაზი: 0 800 900 902; ოფისი #: 2197378

+