დაუნის სინდრომი

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის განვითარება სფეროების მიხედვით

მოტორული სფერო

მოტორული სფერო იყოფა მსხვილ და ნატიფ მოტორულ უნარებად. მსხვილი მოტორიკ არის უნარი, აკონტროლოს სხეულის ძირითადი კუნთები. ეს მოიცავს: სხეულის გადაბრუნების, ჯდომის, ხოხვის, დგომის, სიარულის, სირბილის და გადახტომის მოძრაობებს.

ნატიფი მოტორიკა ხელებისა და თითების კოორდინირებულ მოძრაობას მოიაზრებს. ნატიფი მოტორიკა მოიცავს როგორც ცალკეული ხელის ასევე ხელების შეთანხმებულ მოქმედებებს.

დაუნის სინდრომის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულის თანახმად, განვითარების პროცესი შენელებულია, შესაბამისად, შეფერხება გვხვდება ყველა სფეროში. 

დაუნის სინდრომის შემთხვევაში, დაბალი კუნთური ტონუსისა და  მოჭარბებული მოძრაობების გამო მაჯისა და იდაყვის სახსარში, ხშირია ნატიფი მოტორიკის პრობლემა. ამასთან, აღსანიშნავია კიდურის ანატომიური თავისებურებაც, როგორიცაა შედარებით პატარა ხელის მტევანი და მოკლე ზომის თითები, რის გამოც, შესაძლოა გართულებული იყოს სხვადასხვა ნივთზე ჩაჭიდება, კლავიატურაზე ბეჭდვა, პიანინოზე დაკვრა და სხვა. სპეციფიკურია მაჯის ძვლების განვითარების დინამიკაც. მოზრდილობის ასაკში დაუნის სინდრომის მქონე პირებს მაჯის შვიდივე  ძვალი სათანადოდ აქვთ განვითარებული, მაგრამ ბაღისა და დაწყებითი კლასების განმავლობაში ყველა ძვალი განვითარებული არ არის. ეს ართულებს ხელების სტაბილიზაციის პროცესს, რაც აისახება ხელიდან ნივთის დახვეწილი გაშვების სირთულეში. მაგალითად: კოშკის აშენებისას შესაძლოა გაუჭირდეს კუბიკების ერთმანეთზე ფრთხილად დადება, მაკრატლის მოხმარება, ხატვა, ასოების მოხაზვა, თასმების შეკვრა და სხვა.

აღსანიშნია ისიც, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებში კიდურები უფრო მოკლეა, ვიდრე სხეული. ეს უფრო შესამჩნევი ხდება, როდესაც სვამთ სკამზე ან ველოსიპედზე, როცა ყიდულობთ ტანსაცმელს მისთვის.

ასაკის მატებასთან ერთად, შესაბამისი მიდგომებით და გავარჯიშებით ნატიფი მოტორული უნარები შესაძლოა განვითარდეს  იმგვარად, რომ ბავშმა შეძლოს სხვადასხვა აქტივობები დამოუკიდებლად შესრულება

სოციალურ-ემოციური სფერო

სოციალურ უნარებს განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ახდენს ბავშვი ადამიანების ემოციების, რეაქციების ამოცნობას ადეკვატურ რეაგირებას, ასხვავებს თუ არა ოჯახის წევრს და მეგობარს უცხო პირისგან. თამაშობს თუ არა მეგობრულად თანატოლებთან. 1 წლისთვის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი კარგად აცნობიერებს, როცა მისთვის უცნობი ადამიანის გარემოცვაშია. ისევე, როგორც ტიპური განვითარების შემთხვევაში, ასეთ დროს გამოხატავენ დისკომფორტს, ტირიან და იწევენ მშობლის თუ ნაცნობი მზრუნველისკენ. ზოგადად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები უმეტესწილად ემოციურები, მხიარულნი და სოციალურები არიან, პოზიტიური ინტერაქცია გარშემომყოფებთან მათი ძლიერი მხარეა. თუმცა, ამ სფეროში სითულეებიც გვხვდება, კერძოდ: სწრაფად ბეზრდებათ აქტივობები, შეიძლება იყვნენ ფეთქებადნი, ხშირად უკმაყოფილოები და იმპულსურები. ადრეულ ასაკში მათთვის სირთულეს წარმოადგენს ემოციების ამოცნობა, გაგება და მართვა.

ქცევა

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების პრობლემური ქცევები შინაარსობრივად იგივეა, რაც ტიპური განვითარების მქონე პირების შემთხვევაში. შესაძლოა განსხვავება იყოს ინტენსივობასა და სიხშირეში. 2 წლიდან ხშირია “ ავტომატური არა”, ხდებიან უფრო დაუმორჩილებლები, აპროტესტებენ წაყენებულ მოთხოვნებს.  ხშირია ტანტრუმი, ისტერიული ქცევები, შეწინააღმდეგებები. სწრაფად ეცვლებათ განწყობა. ერთ მომენტში შესაძლოა ტანტრუმი გამართოს და რამდენიმე წუთში, ძალიან მხიარული გახდეს. ხასიათის სწრაფი ცვლილება ხშირად დამაბნეველი ხდება ხოლმე მშობლებისთვის.  დამახასიათებელია საკუთარ თავთან ხშირი ლაპარაკი, ზედმეტი თავდაჯერებულობა, იმპულსურობა, აკვიატებული ქცევები, ხშირად მოჭარბებული  მოძრაობები, მომატებული შფოთვა. აღნიშნულ მახასიათებლებს, ხშირად თანმდევი ძილის დარღვევები ამწვავებს.

ადაპტური სფერო

ადაპტური უნარები მოიცავს თვითმოვლის უნარებს. როგორიცაა: ჭიქიდან წყლის დალევა, ტუალეტის ქცევა, დაბანა, ჩაცმა..

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ ღეჭვის სირთულე, შედარებით მყარ საკვებზე გადასვლა 3 წლიდან შეუძლიათ, ხოლო ისეთი საკვების დაღეჭვა, როგორიცაა ხორცი, 5-6 წლამდე, შესაძლოა, ვერ შეძლონ.

30 თვიდან შესაძლოა ბავშვმა გააცნობიეროს ქოთნის გამოყენების დრო და მნიშვნელობა. ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო, რაც გულისხმობს ქოთნის დროის კონტროლს, ტუალეტის ქცევის ბავშვისთვის გასაგებად  ახსნას და წამახალისებელი მიდგომის გაოყენებას.

კოგნიტური სფერო

კოგნიტურ უნარებში იგულისხმება შემეცნებითი პროცესები, იგივე ინტელექტუალური  პოტენციალი, რომლის საშუალებითაც ვაგროვებთ ცოდნას თუ უნარ-ჩვევებს

დაუნის სინდრომის  შემთხვევაში ვლინდება დისფუნქცია თავის ტვინის კონკრეტულ არეებში, კერძოდ, შუბლის, თხემისა და ლიმბურ წილში (ჰიპოკამპში) ასევე, ნათხემსა და ქერქში შეინიშნება ნეირონული დისფუნქცია. აღნიშნული რეგიონები ნაწილობრივ მონაწილეობენ მოტორულ (მოძრაობების) დაგეგმვასა და კოორდინაციაში და აქტიურად არიან ჩართულნი შემეცნებით პროცესებში. 

შესაბამისად, დაუნის სინდრომის მქონე პირების ინტელექტუალური განვითარება სხვადასხვა ხარისხით ჩამორჩება ნორმას. 21 –ე ქრომოსომომის ტრისომია განაპირობებს დემენციის ადრეული გამოვლენის (30-40 წლამდე) და ალჰაიმერის განვითარების მაღალ რისკს. დაუნის სინრომის შემთხვევაში სირთულეები გამოხატულად ვლინდება შემდეგ  უნარებში:

  • ყურადღების კონცენტრაცია
  • მიღებული ინფორმაციის გაფილტვრა, დახარისხება
  • ვერბალური სმენითი მეხსიერება
  • დაგეგმვა, ორგანიზება
  • აქტივობიდან აქტივობაზე გადართვა
  • თვით-მონიტორინგის პრობლემა (რომ აღმოაჩინონ შეცდომა, ან იმის განსაზღვრა, რომ მათთვის კონკრეტული აქტივობა რთულია და ითხოვონ დახმარება).

ენა და მეტყველება

ენა გულისხმობს ნათქვამის გრამატიკულ სტრუქტურასა და მნიშვნელობას. მეტყველება - მასში გაწაფულობასა და შინაარსის სიცხადეს. განვითარების საწყის ეტაპზე ვითარდება მოსმენილის გაგების უნარი, შემდეგ კი ბავშვი თვითონ იწყებს მეტყველებას.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები საშუალოდ 2 წლისთვის იწყებენ სიტყვის მნიშვნელობების გაგებას. ამ ასაკისთვის ხდება ობიექტის მის ფუნქციასთან დაკავშირება (მაგალითად  კოვზი რომ წაიღოს პირისკენ, სავარცხელი თმისკენ..).

2 წლისთვის იწყებენ ბგერების და ცალკეული მიმსგავსებული სიტყვების წარმოთქმას. მოგვიანებით, როცა მეტყველება ვითარდება, გრამატიკულად გაუმართავი წინადადებები, დროების არევა  და სიტყვების შეცვლილი დაბოლოვებები, ხშირად, მაინც პრობლემად რჩება. დაუნის სინდრომის მქონე პირები საუბრობენ მოკლე წინადადებებით. მათი მეტყველების გაგების უნარი ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ექპრესიული მეტყველება.

შემეცნებითი უნარების არასათანადოდ განვითარების გამო, დაუნის სინდრომის მქონე პირებს სირთულეები აღენიშნებათ აკადემიურ უნარებში, როგორიცაა წერა, კითხვა, ანგარიში, თხრობა.

ძლიერი მხარეები:

დაუნის სინდრომის შემთხვევაში, უნარების განვითარება სხვადასხვა ხარისხით ხდება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, კარგად განვითარებულია შემდეგი უნარები:

  • მხედველობითი მეხსიერება
  • ვიზუალურ-სივრცითი უნარები
  • სოციალური კონტექსტის გაგების და ემპათიის უნარი
  • ლექსიკური მარაგი
  • მიმართული მეტყველების გაგება
  • ბაზისური თვითმომსახურების უნარები (დამოუკიდებლად კვება, ტუალეტის მოხმარება..).
Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+