დაუნის სინდრომი

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის განვითარების დინამიკა

განვითრების დინამიკაში ვლინდება პაუზები და ნახტომები. არის პერიოდი, როცა ბავშვი ყოველდღიურად მეტ უნარს ავლენს. არის პერიოდები, როდესაც ახალი მიღწევები აღარ ვლინდება. ამ პერიოდში ხდება მანამდე დასწავლილი უნარების კონსოლიდირება და იწყება დაკვირვება -ახალი უნარ -ჩვევების შეძენის მიზნით.

მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის შემთხვევაში ერთი მიღწევიდან მეორემდე შესაძლოა პაუზები მნიშვნელოვნად გაწელილი მოგვეჩვენოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ‘უხილავი’ განვითარებაც განვითარებაა, რომელიც აისბერგივით ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ შეიძლება უცებ ამოტივტივდეს.

დაბადებიდან ყოველწლიურად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ვითარდება ფიზიკურად, ინტელექტუალურად, ემოციურად, ხდება უფრო და უფრო კომპეტენტური და ივითარებს დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარებს. თუმცა, ეს წინსვლის პროცესი განვითარების ასაკობრივ ნორმებთან მიმართებაში მნიშვნელოვნად ნელია. გარდა განვითარების დინამიკის შენელებისა, დაუნის სინდრომის შემთხვევაში, ეს პროცესი სრულყოფილი ვერ ხდება. ისინი სრული დამოუკიდებლობის ხარისხს ვერ აღწევენ, რაც გულისხმობს იმას, რომ ზრდასრულობაში, ყოველდღიურ ფუნქციონირებაში იმაზე მეტი დახმარება სჭირდებათ, ვიდრე ტიპური განვითარების პირებს.

ადამიანის განვითარებას აკონტროლებს ტვინი. დაუნის სინდრომის შემთხვევაში ტვინის ფუნქიონირება ტიპური შემთხვევისგან განსხვავებულია. ადეკვატური მიდგომით, სწავლებით და უნარჩვევების უზრუნველყოფით, შევძლებთ, დავეხმაროთ მათ არსებული პოტენციალის მაქსიამლურად რეალიზებაში.

განვითარების დინამიკის შენელების მიუხედავად, დაუნის სინდრომის მქონე პირებში გარდატეხის პერიოდი, ძირითადად, დგება იმავე ასაკში, როგორც ეს ტიპური განვითარების შემთხვევაშია.

გარეგნული ნიშნების ცვლილებამდე, ხდება ჰორმონალური ძვრები ორგანიზმში, რაც 2 წლით ადრე (11 წლისთვის) იწყება და ამ დროს ადგილი აქვს ბავშვის მოუსვენრობას, გადაღლილობის შეგრძნებას, გუნება- განწყობის ცვლილებას. გასათვალისწინებელია, რომ ფიზიკური განვითარება და ჰორმონალური ცვლილებები, მაშინ, როცა  ბავშვი ემოციურად მოუმწიფებელია, ხოლო აბსტრაქტული აზროვნება განუვითარებელი, უფრო დამაბნეველი ხდება ბავშვისთვის და მეტ ძალისხმევას მოითხოვს უფროსისგან, არსებული მდგომარეობის გაგებისა და სექსუალური ქცევის რისკების სწავლების კუთხით.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+