დაუნის სინდრომი

რეკომენდაციები მსხვილი მოტორული უნარების განვითარებისთვის

Preview Preview

მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარების დეფიციტი, გამოხატულია დაბადების პორველივე თვეებიდან და საჭიროებს გავარჯიშებას, აქტიურ სტიმულაციას.

მოტორიკაზე მუშაობა იერარქიულია და თავისი ეტაპებით შეიძლება სახლის შენებას შევადაროთ, რამდენადაც, პირველი სართულის ასაშემდებლად საძირკველის მომზადებაა საჭირო, პირველი სართულის აშენება,  მეორეს დაშენების აუცილებელი წინაპირობაა და ა.შ. აშენებას ბოლო სართულიდან ვერ დავიწყებთ.

მოტორიკაზე მუშაობის იერარქიული საფეხურებია: სტაბილიზაცია, ბილატერალური კოორდინაცია, შეგრძნებები და მოხერხებულობა.

სტაბილიზაცია

სტაბილიზაცია მოტორული უნარების მნიშვნელოვანი ნაწილია, მოიცავს ბალანსს, გამძლეობას, სხეულის წონის გადატანას გარკვეული აქტივობის შესასრულებლად. მაგალითად როცა ბავშვს შეუძლია მაგიდასთან ჯდომა ვერტიკალურად ამართული ხელით, ცალი ხელით ფურცლის დაფიქსირება მაგიდაზე, ხოლო მეორე ხელით კი წერა. ფეხსაცმლის ჩაცმამდე სხეულის ბალანსის შენარჩუნება უნდა შეგვეძლოს, რომ არ გადავყირავდეთ.. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს არის უნარი, შევინარჩუნოთ სხეულის გარკვეული ნაწილის ბალანსი და უძრაობა, როცა სხვა ნაწილი მოძრაობს.

ბილატერალური კოორდინაცია

ბილატერალური კოორდინაცია გულისხმობს კიდურების არაერთგვაროვან ერთდროული მოძრაობას. მაგალითად, ერთ ხელში გვეჭიროს ფურცელი, მეორეთი გამოვჭრათ ფიგურა მაკრატლით, შევიკრათ თასმები და ა.შ. ყოველდღიური აქტივობების უმალესობა მოითხოვს კიდურების შეთანხმებულ მოქმედებას, სადაც ერთი წამყვანია (დომინანტი კიდური) მეორე -დამხმარე მოძრაობებს ასრულებს. 

შეგრძნებები

ეს ჰგავს ცოდნას, როცა ვხვდებით, რომ ჯიბეში ხურდა გვიყრია - ხელის ჩაყოფის და მოსინჯვის გარეშე. შეგრძნებები გვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ სად და რა პოზიციაში უნდა მდებარეობდეს ჩვენი კიდურები, რომ ნასროლი ბურთი დავიჭიროთ. ეს შეგრძნება გულისხმობს ჩვენი სხეულის (კიდურების, თითების..) მდებარეობის აღქმას და მოძრაობების დაგეგმვას ცნობიერი ჩარევის გარეშე.

 ჩვენი სხეული და ტვინი იყენებს სპეციალურ სისტემებს ყველა სენსორული ინფორმაციის რეგისტრირებისთვის, რათა მივიღოთ სრული სურათი იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ და ჩვენს სხეულში, სად ვიმყოფებით, რას ვაკეთებთ და ა.შ. სენსორული ინფორმაციის გადამუშავება მიმდინარეობს ყოველთვის და ყველგან სხვადასხვა შეგრძნებების საშუალებით - სმენა, მხედველობა, გემო, ყნოსვა, შეხება, პროპრიოცეფცია და ვესტიბულური შეგრძნება. ყველა სენსორული გზავნილის ინტეგრირების საფუძველზე, ტვინი უზრუნველყოფს სათანადო პასუხებს/ რეაგირებებს..

მოხერხებულობა

ეს ეტაპი გულისხმობს კიდურის მიერ მოქნილი, კომპლესური მოქმედებების შესრულების უნარს. ამ ეტაპზე შეგვიძლია განვახორციელოთ დახვეწილი, ზუსტი მოძრაობები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.  

როგორ მივიდეთ აქამდე?

ფეხსაცმილ თასმის შეკვრის მაგალითზე განვიხილოთ როგორ ხდება ამ საფეხურამდე მისვლა:

  • თქვენ აცმევთ ფეხსაცმელს და უკრავთ თასმებს, ამ დროს ბავშვი აქეთ-იქით იყურება, არ ინტერესდება თუ რას აკეთებთ.
  • შემდეგ ეტაპზე, თქვენ აცმევთ, უკრავთ ბავშვს ფეხსაცმელს და ის უყურებს თქვენ მოძრაობებს, გამოხატავს ინტერესს
  • შეუძლია დაიჭიროს თასმები ან თასმა და თქვენთან ერთად მოჭიმავს მათ
  • იმიტაციით აჩვენებთ, როგორ გადააჯვარედინოს თასმები გადაანაცვლოს ხელში და მოჭიმოს. ამას აქტიურად უხმოვანებთ (გადაჯვარედინება, ერთი თასმა მეორეს ქვეშ, მოჭერა). ამ ეტაპზე მნიშნვნელოვანია დავასწავლოთ ეს სიტყვები რა მოქმედებასთანაა შეწყვილებული.
  • ბავშვი ახორციელებს მოქმედებებს - ვერბალური კარნახით. თითოეულ სწორად შესრულებულ მოქმედებას უნდა მოჰყვეს დადებითი უკუკავშირი, შექება ან სხვა წამახალისებელი.
  • ბავშვი ახორციელებს აქტივობას დამოუკიდებლად, თქვენი დადებითი უკუკავშირების საფუძვლეზე.
  • ბავშვი იკრავს თასმებს სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა ფეხსაცმელზე. (ფიზკულტურის დარბაზში, ეზოში, სახლში.. ბოტასს, კედს, ბატინკს).

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აღნიშნული საფეხურების გამყარებას თვეები სჭირდება, სრულიად ქცევის ჩამოყალიბებას და ავტომატიზირებას შესაძლოა წელიწადზე მეტი დასჭირდეს. თუ ჩამოსაყალიბებელი ქცევა წარმოადგენს აკადემიურ მიზანს, მაგალითად, შეძლოს საკუთარი სახელის სრულად დამოუკიდებლად დაწერა, ან ისწავლოს მშობლის ტელეფონის ნომერი, ეს გაცილებით მეტ დროს საჭიროებს.

ნებისმიერი აქტივობის სწავლებისას, პროცესი უნდა გავხადოთ გასართობი, აქტივობები ისე მარტივ საფეხურებამდე უნდა იყოს დანაწევრებული, რომ ბავშვს არ გაუჭირდეს შესრულება, წამახალისებელი სისტემით უნდა ვეცადოთ ბავშვის მოტივაციის შენარჩუნება და თუ მაინც ვერ ართმევს თავს, შევთავაზოთ ადაპტირებული ალტერნატივები. მაგალითად ფხრიწით შესაკრავიანი ფეხსაცმელი, თასმების ნაცვლად.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+