მართალია, დაუნის სინდრომი ქრონიკული მდგომარეობაა და არ იკურნება, მაგრამ ადეკვატური დახმარება და სათანადო მიდგომები მაქსიმალურად ზრდის მათი დამოუკიდებლობის ხარისხსს. უმეტეს შემთხვევაში, დაუნის სინდრომი მქონე პირები იღებენ საშუალო განათლებას, ეუფლებიან ხელობას პროფესიულ სასწავლებლებში და საქმდებიან.
თანამედროვე მედიცინის მიღწევები, იძლევა იმის საშუალებას, მოხდეს სინდრომის თანმდევი ჯანმრთელობის პრობლემების ეფექტური მართვა. შესაბამისად დაუნის სინდრომის მქონე პირების სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის უტოლდება ამ სინდრომის არ მქონე პირებისას.