დაუნის სინდრომი

რეკომენდაციები მშობლებისთვის

მშობლის როლი 

  • დიაგნოზის გაგებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, მშობლებს უჩნდებათ ტენდენცია, მიმართონ ინტერვენციის ყველა გზას, მაქსიმალური სიხშირით  და ხანგრძლივობით. რასაკვირველია, ინტერვენცია აუცილებელია და რაც მეტია სტიმულაცია, მით სწრაფია პროგრესი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, მშობელმა არ უნდა შესწიროს მთელი მისი ენეგია და ენთუზიაზმი არარეალისტურ მოლოდინს, არც ბავშვს უნდა წავუყენოთ მოთხოვნები, რომელიც სცედება მისი შესაძლებლობების ზღვარს.
  • ზოგ შემთხვევაში, ხანგრძლივი სესიების შემდეგ, მშობლები სახლის პირობებში აგრძელებენ თერაპევტების მიერ რეკომენდირებულ აქტივობების, დავალებების შესრულებას ბავშვთან მიმართებაში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს მშობლის ე.წ. გადაწვა. ისინი ვეღარ ახერხებენ გაანაწილონ დრო ოჯახის სხვა წევრებზეც, დაუთმონ დრო საკუთარ თავს, რაც კიდევ ართულებს ისევ ბავშვის კეთილდღეობას.
  • ყველას სჭირდება დასვენება, მაგალითად, სკოლა, რომელსაც სასწავლო- საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს, მოიცავს დასვენების დღეებს, სასწავლო წელი დაყოფილია სემესტრებად. ინტერვენციის პროგრამებიც უნდა ითვალისწინებდეს შესვენებებს. ამ პერიოდში ბავშვები ახდენენ მიღებული ცოდნის კონსოლიდაციას და ინარჩუნებენ მოტივაციას შემდგომი ეტაპისთვის.
  • ინტერვენცია მიზნად უნდა ისახავდეს ბავშვისთვის პრაქტიკული, გამოყენებადი უნარ-ჩვევების დასწავლას. პრიორიეტი უნდა იყოს თვითმოვლა, ბაზისური კომუნიკაციური უნარები და სოციალურად მისაღები ქცევები.  ამასთან, თერაპევტი უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის სურვილსაც. თუ 4 წლის ბავშვს უნდა, რომ ბურთზე ფეხის დარტყმა შეძლოს, რადგან ხედავს, რომ მისი და - ძმა ან ეზოში მყოფი ბავშვები ამ აქტივობით ერთობიან, თერაპევტმა უნდა იმუშაოს ამ მოტორულ უნარზე, რომ ბავშვს მიეცეს თანატოლებთან თამაშში ჩართვის საშუალება და თავი წარმატებულად იგრძნოს.   როგორც წესი, იქ სადაც ბავშვის ძლიერი მოტივაციაა, ჩვევის დაუფლებაც სწრაფად ხდება.
  • ბავშვთან მუშაობისას არ უნდა ვფოკუსირდეთ  მხოლოდ მის სუსტ მხარეებზე, ბავშვებს უყვართ იმის კეთება, რაც ადვილად გამოსდით. სუსტ მხარეზე მუშაობასთან კომბინაციაში, ბავშვს ისიც უნდა ვაკეთებინოთ, რაშიც თავს წარმატებულად გრძნობს, რათა შევინარჩუნოთ მისი თავდაჯერებულობა.  სასურველი აქტოვობა შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც წამახალისებელი - მისთვის არასასურველი აქტივობის კეთების შემდეგ.
  • ინტერვენციის პროგრამები ყოველთვის ხაზს უსვამს მშობლის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ბავშვთან მუშაობის პროცესში. აქ საჭიროა  ჯანსაღი ბალანსის (ოქროს შუალედის) დაცვა, ბავშვს შეიძლება ჰყავს ბევრი მასწავლებელი მაგრამ ერთი დედა და მამა. ამიტომ მშობლისა და შვილის ურთიერთობა არ უნდა იქცეს მასწავლებლის და მოსწავლის, ან თერაპევტისა და კლიენტის ურთიერთობად. მშობლის როლის შესანაჩუნებლად და ამავდროულად მიზანზე სამუშაოდ, მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობები არ უნდა იყოს მკაცრად სტრუქტურიებული დროის და შინაარსის მხრივ.  უნდა იყოს სპონტანური, სასიამოვნო და ამავდროულად შემეცნებითი. ადრეული ბავშვობა მოკლე პერიოდს მოიცავს და ეს პერიოდი ბავშვს მხიარულების და თავისუფლების შეგრძნების გარეშე არ უნდა გავატარებინოთ.

დასწავლის სპეციფიკა

  • ბავშვებს, დაუნის სინდრომით აქვთ ერთ გარემოში დასწავლილი უნარ -ჩვევების სხვა სიტუაციაში გადატანის პრობლემა, მაგალითად, შესაძლოა ააწყოს სამუთხედი და კვადრადი კონკრეტული ჩხირებით, მაგრამ ვერ გააკეთოს იგივე სხვა ფორმის ჩხირებით, სხვა გარემოში. შესაძლოა ისწავლოს თასმის შეკვრა კონკრეტულ ფეხსაცელზე და ვერ განახორციელოს იგივე ქცევა სხვა ფეხსაცმლის თასმაზე. ამისთვის საჭიროა, ბავშვს მივცეთ უამრავი გამოცდილება ერთი და იგივე ქცევის სხვადასხვა ობიექტებით, სხვადასხვა გარემოში რომ გავზარდოთ მისი პასუხების რეპერტუარი სხვადასხვა გამოწვევების დასაძლევად.
  • ერთი და იგივე ქცევის სწავლებისას სხვადასხვა სიტუაციაში ერთი და იგივე მარტივი ინსტრუქცია უნდა გამოვიყენოთ და სხვადასხვა სიტუაციაში ვერბალურად დავხმაროთ.

საყურადღებო რჩევა

  • დაუნის სინდრომის მქონე პირებს “2 ასაკი აქვთ”, ქრონოლოგიური და გონებრივი. გონებრივი განვითარების ასაკი, ხშირად, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქრონოლოგირ ასაკს, რაც გარშემომყოფებს უჩენს ტენდენციას, რომ დაუნის სინდრომის მქონე ზრდასრულებსაც  ისე ელაპარაკონ და მოექცნენ, როგორც ბავშვს. სასურველია, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის თუ მოზარდის მშობლემა თვალი ადევნოს, როგორ აცვიათ და როგორი ვარცხნილობა აქვთ ბავშვის თანატოლებს. დაუნის სინდრომის მქონე პირი არ უნდა განსხვავდებოდეს მნიშვნელოვნად თანატოლებისგან. უნდა გამოიყურებოდენენ მოდურად, ჰიგიენურად და საკვები რაციონით თუ მსუბუქი ფიზიკური აქტივობით გააკონტროლებეული უნდა იყოს ჭარბი წონის რისკი.
Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+