დაუნის სინდრომი

ადრეული ინტერვენციის მნიშვნელობა და რეკომენდებული თერაპიები

Preview Preview

დაუნის სინდრომის მახასიათებლებზე სამუშაოდ მნიშვნელოვანია, მოხდეს ადრეული ჩარევა. ჩვილობის ასაკიდანვე დაწყებული ინტერვენცია, უკეთესი ჯანმრთელობის და მეტის მიღწევის საშუალებას აძლევს ბავშვს.

იმის გათვალისწინებით, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირები მეტად მოწყვლადნი არიან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მიმართ, მნიშვნელოვანია, დიაგნოსტირებისთანავე ყველა იმ სამედიცინო შემოწმების გავლა, რაც, ხშირ შემთხვევაში, პრობლემურად მიიჩნევა.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის შეფასებისა და მართვის პროტოკოლის მიხედვით, რეგულარულად, საშუალოდ ყოველწლიურად უნდა შეფასდეს:

  • გულის მუშაობა
  • სმენა და მხედველობა
  • ენდოკრინული სისტემა
  • სისხლი
  • ნევროლოგიური სტატუსი
  • ჩონჩ-კუნთოვანი სისტემა
  • კუჭ-ნაწლავის მოქმედება
  • ძილის ხარისხი
  • მეტაბოლოზმი
  • კვება
  • ფსიქიკური სტატუსის მონიტორინგი

პრობლემის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და შესაბამისი ჩარევა, უკეთესი გამოსავლის გარანტია.  ადრეული, სწორი ჩარევა მეორადი პრობლემების არიდებაში დაგვეხმარება. (მაგალითად, ბავშვს თუ სმენის პრობლემის გამო არ დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, ის უარყოფით გავლენას მოახდენს შემდგომში დასწავლის უნარზე).

გარდა სამედიცინო პრობლემების მონიტორინგისა, მნიშვნელოვანია, ადრეული ასაკიდან მოხდეს უნარების სტიმულაცია. კვლევებით ვლინდება, რომ რაც მეტია სტიმულაცია, მით მეტი ნეირონული კავშირი მყარდება თავის ტვინში, რაც ბავშვის ინტელექტუალური, მოტორული თუ ემოციური სფეროების განვითარების წინაპირობაა. ჩვილობის ასაკში სტიმულაცია გულისხმობს ბავშვის ყველა შეგრძნების (მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა, გემოვნება, პროპრიოცეფცია, ვესტიბულური) ჩართვას გარემოს შემეცნების პროცესში.

4 წლისთვის  ბავშვის თავის ტვინის ზომა 95%-ს აღწევს.  არსებული ნეირონული კავშირების რაოდენობას და ლოკალიზაციას  განსაზღვრავს სწორედ ის გამოცდილებები და განვითარების მასტიულირებელი აქტივობები, რაც ამ პერიოდამდე მიიღო ბავშვმა. მართალია, ნეირონული კავშირების დამყარება გრძელდება ზრდასრულობის პერიოდშიც, მაგრამ დაბადებიდან პირველი წლები განსაკუთრებით  პროდუქტიულად მიიჩნევა განვითარების დინამიკაში.

დაუნის სინდრომის მქონე პირებთან მუშაობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს შემდეგი თერაპიები:

ნუტრიციული თერაპია

დაუნის სინდრომის შემთხვევაში შეიძლება შევხვდეთ კონკრეტული ვიტამინების, მინერალების, მჟავების დეფიციტს, რაც 21 -ე ქრომოსომის ტრისომიის პირდაპირი და ირიბი შედეგია. რაციონის და მედიკამენტების კომბინაცია ხშირად აკომპენსირებს აღნიშნულ დეფიციტებს და მეტაბოლურ შეცდომებს.

ფიზიკური თერაპია

ფიზიკური თერაპია მნიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე პირების შემთხვევაში, რათა მოხდეს ჰიპოტონიაზე საპასუხოდ წარმოქმნილი გაუკონტროლებელი მოძრაობების შემცირება და სტაბილიზდეს კუნთების სიძლიერე, ასევე,  სახსრების მოძრაობების სიფართე და მოქნილობა, გაიზარდოს ბავშვის დამოუკიდებლობა ყოველდღიურ აქტივობებში.

ფიზიკური თერაპევტის მუშაობა ჩვილობის ასაკში ასევე მიმართულია, რომ ბავშვმა ადრეულ ასაკში შეძლოს თავის ჭერა, სხეულისა და კიდურების მოძრაობა და გადაადგილება გარემოს შესწავლის მიზნით.ფიზიკური თერაპევტის აქტივობები მიმართულია ასევე მუხლის სახსრების მოქნილობაზე, კოორდინირებულ სიარულზე -ნებისმიერ ასაკში.

მეტყველების თერაპია

დაქვეითებული ტონუსი უარყოფითად აისახება ასევე მეტყველებაში ჩართული კუნთების მუშაობაზეც. კომუნიკაციის, ენისა და  მეტყველების სიმკვეთრეზე მიმართული აქტივობები, საწყის ეტაპზე, ძირითადად, ბავშვის ოჯახის გარემოზეა მორგებული და ემსახურება იმ ლექსიკისა თუ კომუნიკაციის ფორმების დასწავლას, რასაც ბავშვის ყოველდღიული რუტინა მოითხოვს.

შესაძლოა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვმა პირველი სიტყვები 2-3 წლამდე ვერ თქვას, თუმცა მეტყველების თერაპევტის ჩარევა მეტყველებამდელ ეტაპზეც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს მოიცავს აქტივობებს, როგორიცაა ხმების ექოსებური გამეორება, ჯერის დალოდება (რაც შემდგომში დიალოგის  წარმართვაში ეხმარება ბავშვს), მოსმენის უნარების სტიმულირებას, ასევე ორალურ- მოტორულ აქტივობებს (ენისა და ტუჩების ჩართულობით). კერძოდ, მეტყველების თეაპევტი შესაძლოა მუშაობდეს ბავშვს ძუძუთი კვების გაადვილებაში, კვებისთვის ხელსაყრელი პოზიციის შერჩევაში, ღეჭვისა და ყლაპვის პროცესზე ,რამდენადაც აღნიშნული აქტივობა იმავე ანატომიურ სტრუქტურებს მოიცავს, რაც მოგვიანებით გვჭირდება მეტყველებისთვის. მეტყველების თერაპევტი უვარჯიშებს ბავშვს ასევე კოგნიტურ უნარებს, როგორიცაა ობიქეტის მუდმივობის ცნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და სხვა.

ოკუპაციური თერაპია

ოკუპაციური თერაპევტები, დაუნის სინდრომის მქონე პირებთან, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. ჩვილობის პერიოდში - მუშაობენ სენსორულ სტიმულაციაზე, წოვის, კვების, ყლაპვის პროცესის გაუმჯობესებასა და ჯდომის უნარებზე. მოგვიანებით, ოკუპაციური თერაპევტები მუშაობენ მსხვილ და ნატიფ მოტორიკაზე, პრე-აკადემიურ უნარებზე, თვით მოვლის ჩვევებზე, როგორიცაა ჩაცმა, გახდა, ტუალეტის ქცევა, ეხმარებიან თავისუფალი დროის განაწილებაში, რთავენ თამაშის აქტივობებში, სასკოლო ასაკისთვის ეხმარებიან ბავშვს ასოების წერის უნარის გავარჯიშებაში, ასევე, კლავიატურის მოხმარებაში, მაკრატლის გამოყენებაში, აცნობენ და უადვილებენ ბავშვს საკლასო რუტინასთან შეგუებას, ფიზიკური უნარების მიხედვით არჩევენ  ბავშვისთვის ოპტიმალურ ადგილს კლასში. მოგვიანებით -ეხმარებიან პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

ქცევითი თერაპია

დაუნის სინდრომის მქონე პირებთან ქცევითი თერაპია, კერძოდ ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA)  მიჩნეულია უსაფრთხოდ და ეფექტურ მეთოდად. ქცევითი თერაპია ძირითადად მიმართულია იმპულსის კონტროლზე, სასურველი ქცევების დასწავლასა და ემოციების რეგულაციაზე.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+