ცერებრული დამბლა

რა სერვისები არსებობს ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებისთვის საქართველოში?

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებისთვის  დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სერვისი, რომელთა მიზანია ბავშვის აბილიტაცია / რეაბილიტაცია და განვითარების მხარდაჭერა.

საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია  სერვისის მიმწოდებელი სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც  უშუალოდ ზრუნავენ ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე და აბილიტაცია / რეაბილიტაციის პროცესზე.

აღნიშნული სერვისები ძირითადად უფასოა და დაფინანსებულია  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ; სერვისების მიწოდებას კოორდინირებს  სოციალური მომსახურების სააგენტო. 

სერვისების მიღება შესაძლებელია  კერძო ან თანადაფინანსებითაც. ამ უკანასკნელს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი უფრო ინტენსიურ სერვისს მიიღებს, ვიდრე ეს სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული; ან თუკი ამა თუ იმ მიზეზით, ბავშვი ვერ აკმაყოფილებს უფასო სერვისის მიღების კრიტერიუმს.

ბავშვისთვის საჭირო სერვისის შერჩევა ხდება მისი ასაკის და მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით.

საქართველოში არსებული სერვისები ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით:

❖      ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისი

აღნიშნული სერვისის მიზანია ადრეული ჩარევა და შეზღუდული შესაძლებლობის  ან განვითარების დარღვევის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, ფორმალურ განათლებაში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შესაძლებლობის შეზღუდვის და მიტოვების პრევენცია.

სერვისის  ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს ბავშვის კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური, ემოციური სფეროს და ყოველდღიური ცხოვრებისეული უნარების  გაძლიერებაზე.

სერვისი ბავშვს მიეწოდება ადრეული განვითარების ცენტრში ან სახლში კვირაში საშუალოდ ორჯერ და გულისხმობს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ თერაპიულ სეანსებს შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით.

სერვისი განკუთვნილია დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

❖       ბავშვთა რეაბილიტაციის / აბილიტაციის სერვისი

აღნიშნული სერვისის მიზანია ბავშვთა რეაბილიტაცია / აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. სერვისი გულისხმობს ფიზიკურ თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას, მეტყველებისა და ენის თერაპიას, ქცევით თერაპიას და ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, ორთოპედიულ მომსახურებას, დამხმარე საშუალებების შერჩევას და დანიშვნას.  

სერვისი ბავშვს მიეწოდება რეაბილიტაცია / აბილიტაციის ცენტრში კვირაში საშუალოდ ორჯერ და გულისხმობს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ თერაპიულ სეანსებს შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით.

სერვისი განკუთვნილია ნოლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 

❖       დღის ცენტრის სერვისი

დღის ცენტრის მომსახურების მიზანია უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განვითარება, ხელი შეუწყოს მის სოციალურ ინკლუზიას ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ჩართვისა და ოჯახის მხარდაჭერის გზით. ცენტრი ზრუნავს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების, ფუნქციური აკადემიური უნარებისა და წინარე პროფესიული უნარების განვითარებაზე.

სერვისი ბავშვს მიეწოდება ყოველდღიურად დღის ცენტრებში 6 ან 4  საათის განმავლობაში. ბავშვი დღის განმავლობაში ჩართულია  ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობებში სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის მონაწილეობით. საჭიროების შემთხვევაში ბავშვს მიეწოდება ინდივიდუალური თერაპიული სეანსები და სხვა დამატებითი სპეციალისტების- მეტყველების თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის, მხარდაჭერა.

სერვისი განკუთვნილია ექვსიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 

❖       დღის ცენტრის სერვისი მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთათვის

მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე  ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურების მიზანია ბავშვის განვითარების სტიმულირება, თვითმომსახურების, კომუნიკაციის,  ფუნქციური აკადემიური უნარების  და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარება.

სერვისი ბავშვს მიეწოდება ყოველდღიურად დღის ცენტრებში ექვსი და ოთხი საათის განმავლობაში. ბავშვი დღის განმავლობაში ჩართულია  ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობებში სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის მონაწილეობით. საჭიროების შემთხვევაში ბავშვს მიეწოდება ინდივიდუალური თერაპიული სეანსები და სხვა დამატებითი სპეციალისტების- მეტყველების თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის, მხარდაჭერა.

სერვისი განკუთვნილია ექვსიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 

❖       მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის სერვისი

მომსახურების ამოცანაა მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ბინაზე მოვლის მომსახურების მიწოდებით.

სერვისში შედის ბავშვის ვერბალური და ალტერნატიული კომუნიკაციის და ყოველდღიური უნარების განვითარების ხელშეწყობა; ბავშვის პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა;  მშობელთა კონსულტირება და განათლება; ბავშვის მოვლა და დახმარება კვების, ტუალეტის, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში; ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ბავშვისა და ოჯახის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სერვისი ბავშვს მიეწოდება სახლში ან სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, საშუალოდ კვირაში სამჯერ.

სერვისი მიწოდებაში ჩართულია მომვლელი, განვითარების სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, სოციალური მუშაკი.

სერვისი განკუთვნილია ექვსიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

❖       დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა

მომსახურების ამოცანაა ბავშვებისთვის საჭირო დამხმარე საშუალებების შერჩევა და უზრუნველყოფა. მოცემული ეტაპისთვის,  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს დამხმარე საშუალებებს მობილობისა და კომუნიკაციისთვის. ესენია

  • კოხლეარული იმპლანტი და სმენის აპარატი
  • სავარძელ-ეტლები (ელექტრო ან მექანიკური)
  • ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები
  • გადასაადგილებელი ჩარჩო
  • საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებები
Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+