ცერებრული დამბლა

ინტერვენციის მეთოდები და სერვისები

ფიზიკური თერაპია

ფიზიკური თერაპია ორიენტირებულია ბავშვის მოძრაობის სიფართის, ძალის, წონასწორობის, მოქნილობის, გამძლეობის, კოორდინაციის გაძლიერებაზე, რაც მნიშვნელოვანია მსხვილი მოტორული უნარების და ფუნქციური მობილობის განვითარებისთვის, როგორიცაა: თავის ჭერა, ბრუნვა, ჯდომა,  წვდომა, ხელში ჭერა, ყრდნობა, ხოხვა და სიარული. 

ფიზიკური თერაპევტის მხარდაჭერით მშობლები სწავლობენ, როგორ წაახალისონ ბავშვის უსაფრთხო და სწორი მოძრაობები და პოზები.

ოკუპაციური თერაპია

ოკუპაციური თერაპია ორიენტირებულია ფუნქციური და ყოველდღიური აქტივობების შესრულების უნარის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე. ოკუპაციურ თერაპიული ინტერვენციის მიზანს წარმოადგენს ბავშვის მონაწილეობის გაზრდა ასაკის შესაბამის აქტივობებში, როგორიცაა: თამაში, ჭამა, დაბანა, ტუალეტი, ჩაცმა/გახდა და ა.შ. აღნიშნული უნარების გაუმჯობესების მიზნით, ოკუპაციური თერაპევტი მუშაობს  ნატიფ მოტორულ უნარებზე, სხეულის პოზაზე, ფუნქციურ მობილობაზე. სპეციალისტი  ურჩევს ბავშვს სხვადასხვა სახის დამხმარე მოწყობილობებს: დასაჯდომ და დასადგომ საშუალებებს,  სავარძელ-ეტლებს, ადაპტირებულ ჭურჭელს, საწერ საშუალებებს.

ოკუპაციურ თერაპიული ინტერვენცია ფოკუსირებულია როგორც ბავშვის უნარების გაძლიერებაზე, ისე - გარემოს მორგებაზე (ადაპტაციაზე), რაც აუმჯობესებს ბავშვის ფუნქციურ დამოუკიდებლობას, აძლიერებს მის თავდაჯერებულობას, თვითშეფასებას და ამცირებს დამოკიდებულებას აღმზრდელებზე.

მეტყველების თერაპია

მეტყველების თერაპია ორიენტირებულია ბავშვის მეტყველების და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ბავშვის უნარი, გაიგოს სხვისი მეტყველება და თავადაც გასაგებად გამოხატოს სათქმელი. საჭიროების შემთხვევაში, მეტყველების თერაპიისას ხდება ჟესტურ ენის ან კომუნიკაციის დამხმარე საშუალებების გამოყენების დასწავლა. მეტყველების თერაპევტი ინტენსიურად მუშაობს ბავშვის მშობლებთან იმისთვის, რომ მათ წაახალისონ ახალი უნარების გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში და გარემოში, იქნება ეს  სახლში ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, თანატოლებთან თამაშისას თუ სხვა.  მეტყველების თერაპევტი ორიენტირებულია, ასევე, კვებისა და ყლაპვის უნარის გაუმჯობესებაზე.

ფსიქოლოგის მომსახურება

ფსიქოლოგებს აქვთ შესაძლებლობა პოზიტიური გავლენა მოახდინონ ბავშვის და მისი ოჯახის ემოციურ მდგომარეობაზე და დაეხმარონ მათ  დიაგნოზით გამოწვეულ სტრესთან გამკლავებაში. ფსიქოლოგების კონსულტაცია მნიშვნელოვანია ბავშვის ქცევის დარღვევის შემთხვევაში,  რა დროსაც, სპეციალისტები მშობლებს განუმარტავენ ბავშვის ქცევაზე რეაგირების სწორ სტრატეგიებს, არასასურველი ქცევის თავიდან აცილების (პრევენციის) და სასურველის განმტკიცების გზებს.  ფსიქოლოგები, ასევე, აფასებენ ბავშვის შემეცნებით უნარებს (აღქმას, ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას), ავლენენ დასწავლის სირთულეებს, ადგენენ ინტელექტუალური განვითარების დონეს. შესაძლებელია, ფსიქოლოგებმა განახორციელონ უშუალო თერაპიული  ინტერვენცია ბავშვებთან, ან კონსულტირება გაუწიონ მათ მშობლებს და მასწავლებლებს განვითარების და სწავლების ადეკვატური სტრატეგიების გამოყენების საკითხებზე.

მხედველობისა და სმენის დამხმარე საშუალებები

ცერებრული დამბლის დიაგნოზით გამოწვეული მხედველობის დარღვევის შემთხვევაში, ბავშვს, შესაძლებელია, დასჭირდეს მხედველობის კორექცია სათვალით ან პროცედურული / ოპერაციული ჩარევით. ზოგიერთ ბავშვს დამატებით დასჭირდება კონსულტაცია მხედველობის სპეციალისტთან, იმისათვის, რომ განისაზღვროს გარემოში საჭირო ცვლილებები (ადაპტაციები) მხედველობითი აღქმის გაუმჯობესების მიზნით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მხედველობის ველის დარღვევა, მცირედ მხედველობა და ა.შ.

სმენის დარღვევის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მულტიდისციპლინურ გუნდში აუდიოლოგის მონაწილეობა ბავშვის სმენის შეფასების და შესაბამისი დამხმარე საშუალების შერჩევის მიზნით. სმენის სპეციალისტთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია სახლის, ბაღის თუ სკოლის გარემოში სავალდებულო ცვლილებების  განხორციელებისთვის, იმისთვის, რომ შემცირდეს ხელისშემშლელი სმენითი სტიმულები და შეიქმნას ბავშვისთვის კომფორტული გარემო სმენითი ინფორმაციის აღსაქმელად.

ორთოპედული საშუალებები

ცერებრული დამბლის შემთხვევაში, ბავშვის კიდურებში დეფორმაციების, კონტრაქტურების თავიდან აცილების და სწორი პოზის წახალისების მიზნით, გამოიყენება ორტეზები, კორსეტები, ფიქსატორები. აღნიშნული საშუალებები აუმჯობესებს ჯდომის, დგომის, სიარულის ფუნქციას. ისინი ინიშნება და მზადდება  ორთოპედის და ორტეზისტის მიერ.

ოპერაციული ჩარევა

ზოგიერთ შემთხვევაში, საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა კუნთთა დაჭიმულობის მოსახსნელად, ან კუნთთა დაჭიმულობით გამოწვეული ძვლების დეფორმაციის კორექტირების მიზნით. ქირურგიული ოპერაციებიდან აღსანიშნავია ორთოპედიული ოპერაცია. ძვლებსა და სახსრებზე მიმართული ორთოპედიული ოპერაცია ინიშნება მძიმე კონტრაქტურების ან დეფორმაციების შემთხვევაში, როდესაც საჭირო ხდება ხელების, მენჯისა და ფეხის პოზის კორექცია. ოპერაციული ჩარევით ხდება, ასევე, იმ კუნთებისა და მყესების დაგრძელება, რომლებიც დამოკლებულია მძიმე კონტრაქტურების გამო. ოპერაციული ჩარევა ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს მობილობას.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+