ცერებრული დამბლა

როგორ წავახალისოთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭრო უნარები?

Preview

დამოუკიდებელი ცხოვრების წახალისება და ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება ადრეული ასაკიდან  იწყება და მოიცავს ყოველდღიურ აქტივობებს. ესენია:

  • პირადი ჰიგიენა და საკუთარი თავის მოვლა - კბილების გამოხეხვა, დეოდორანტის და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, თმის მოვლა, ფრჩხილების მოწესრიგება, კანის მოვლა, ცხვირის და ყურების გასუფთავება, თმის მოშორება სხეულიდან/გაპარსვა.
  • ბანაობა - ბანაობისთვის საჭირო მასალების ორგანიზება და გამოყენება, საპნის წასმა, წყლის გადავლება და სხეულის გამშრალება.
  • ტუალეტის მოხმარება და ჰიგიენა - ტუალეტისთვის საჭირო მასალების ორგანიზება და გამოყენება, გასუფთავება და ტანსაცმლის მოწესრიგება, მენსტრუალური ციკლის მართვა და ჰიგიენის წესების დაცვა.
  • ჩაცმა/გახდა - ამინდის, დღის და შემთხვევის შესაფერისი ტანსაცმლის/აქსესუარების შერჩევა, ჭუჭყიანი ტანსაცმლის მოგროვება მისთვის განკუთვნილ ადგილას და გასუფთავება/გარეცხვა, ჩაცმა და გახდა თანმიმდევრული ნაბიჯებით, შესაკრავებით მანიპულირება, პირადი დამხმარე საშუალებების, მაგალითად სპლინტი და ორთეზის, მორგება ან მოხსნა.
  • კვება - ჭურჭლის და საკვების მაგიდაზე დალაგება, საკვების დაჭრა, პირთან მიტანა, დანა-ჩანგლის გამოყენება, სითხის ჭიქაში დასხმა,  მიღება  და ა.შ.
  • ფუნქციური მობილობა - გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორემდე ყოველდღიური აქტივობების განხორციელების დროს დამხმარე საშუალებებით ან მათ გარეშე, მაგალითად მობილობა საწოლში, ეტლით გადაადგილება სკოლაში მისასვლელად, საყიდლებზე წასვლა და ა.შ.
  • პირადი ნივთების მოვლა - პირადი ნივთების/მოწყობილობების გამოყენება და გასუფთავება (მაგ: სათვალე, ორთეზი, ყურსასმენი აპარატი და ა.შ)

მნიშვნელოვანი ყოველდღიური უნარებია საჯარო ტრანსპორტით სარგებლობა,  ფინანსების განკარგვა / გამოყენება, საყიდლებზე წასვლა, საჭმლის მომზადება, სახლის საქმიანობები და ა.შ.

აღნიშნული უნარების განვითარებაში გადამწყვეტია მშობლისა და ოჯახის როლი. სწორედ მშობელი  ატარებს ბავშვთან ყველაზე მეტ დროს, მასთან  ერთად ერთვება ზემოთ მოცემულ აქტივობებში და შესაბამისად, მეტი პირდაპირი შესაძლებლობა ეძლევა წაახალისოს აღნიშული უნარების განვითარება ბუნებრივ და ფუნქციურ გარემოში.

იმისათვის რომ გაიზარდოს ბავშვის დამოუკიდებლობა ყოველდღიური საქმიანობების შესრულებისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ყოველდღიურად და რეგულარულად ხდებოდეს ბავშვის აქტიურობის წახალისება იმ ყოველდღიური საქმიანობების და დავალებების შესრულებისას, რასაც ის ჩვეულად  ახორციელებს.

ოჯახმა ბავშვისთვის განსაზღვრული ყოველი  ყოველდღიური  საქმიანობა სწავლის და განვითარების შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს.

ოჯახი უნდა აცნობიერებდეს, რომ მაგალითად, ჩაცმა-გახდის აქტივობების გაუმჯობესება უფრო ეფექტურად ბუნებრივ გარემოში მოხდება, ვიდრე თერაპიულ სეანსებზე. თერაპიულ სეანსებზე მშობელმა შესაძლებელია მიიღოს რეკომენდაციები  ჩაცმა-გახდისას ბავშვის სწორი პოზის შესახებ, გარემოს მორგების საკითხებზე და დახმარების სწორ სტრატეგიებზე; მაგრამ დასწავლისა  და გავარჯიშების დიდი წილი სახლის გარემოში მოხდება, რადგან სწორედ ამ გარემოში უწევს ბავშვს ჩაცმისა და გახდის აქტივობების რეგულარულად შესრულება. 

ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებზე მუშაობისას მნიშვნელოვანია ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრული მიდგომის გამოყენება.

თავდაპირველად დააკვირდით მის ტიპიურ დღეს და გააკეთეთ ჩამონათვალი თუ რაში ეხმარებით ყოველდღიურად და რა შეიძლება განახორციელოს  დამოუკიდებლად. გასათვალისწინებელია, რომ ერთ ჯერზე შეუძლებელია ყველა სასურველი აქტივობის სწავლება, ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ:

  • რის სწავლა უნდა ბავშვს?
  • რის სწავლისთვის არის ბავშვი მზად?
  • რის სწავლება გინდათ ბავშვისთვის?

აირჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი  აქტივობა და დაყავით  შემადგენელ ნაბიჯებად. მაგალითად ხელების დაბანა შესაძლოა დაიყოს შემდეგ მოქმედებებად:

  • განსაზღვრა იმის, რომ ხელები დასაბანია;
  • ხელსაბან ნიჟარასთან მისვლა;
  • ონკანის მოშვება;
  • ხელების დასველება;
  • საპნის წასმა;
  • წყლის გავლება ხელებზე;
  • ონკანის გადაკეტვა;
  • ხელების გამშრალება (პირსახოცის აღება, გამშრალება, ადგილზე დაბრუნება).

დაიწყეთ მუშაობა თანმიმდევრულად და გადადით შემდეგ ნაბიჯზე მაშინ, როცა ბავშვი ამისთვის მზად იქნება.

სწავლების პროცესში გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • უთხარი - გამოიყენეთ მარტივი და გასაგები სიტყვიერი ინსტრუქციები.
  • აჩვენე - აჩვენეთ ბავშვს თუ რის გაკეთებას ითხოვთ მისგან.
  • გააკეთებინე -  აქტივობები განახორციელეთ ერთობლივად და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ „ხელით ხელზე ტექნიკა“, რაც გულისხმობს მოქმედებების შესრულებას ბავშვთან ერთად - მოკიდეთ ხელები და დაეხმარეთ ფიზიკურად.

დამატებით გაითვალისწინეთ

  • მიეცით ბავშვს საჭირო დრო აქტივობის შესასრულებლად.
  • მიაწოდეთ ბავშვს მხოლოდ იმდენი დახმარება, რამდენიც მას სჭირდება.
  • ნუ შეასრულებს მის ნაცვლად აქტივობების / დავალებების იმ ნაწილს, რის შესრულებაც მას შეუძლია.

 თქვენი მხრიდან აქტივობებში გადაჭარბებული ჩართულობა და მონაწილეობა მეტად გააპასიურებს ბავშვს.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+