ცერებრული დამბლა

გარემოს ადაპტაციის მნიშვნელობა ცერებრული დამბლის დროს

Preview

გარემო გავლენას ახდენს ბავშვის თანამონაწილეობასა და ჩართულობაზე ყოველდღიურ ცხოვრებისეულ აქტივობებში. არაადაპტირებული გარემო ქმნის ბარიერებს და ხელს უშლის ცერებრული დამბლის მქონე ადამიანის ჩართულობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.  

გარემო ბარიერები შესაძლოა შეგვხვდეს შენობებში, გზებზე, ტრანსპორტის გამოყენებისას, ინფორმაციის მიღებისას და კომუნიკაციისას.

 ფიზიკური ბარიერებს შორის აღსანიშნავია   შენობის არასწორად დაგეგმარება, კიბეები, პანდუსის არარსებობა ან არასწორი დაქანება, ვიწრო შესასვლელი, არასათანადო განათება, ცუდად მოწყობილი ტროტუარი/გასასვლელი და ა.შ.

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად მნიშვნელოვანია  ბარიერებისაგან თავისუფალი სივრცის შექმნა.

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვისთვის, ასევე, იმ ადამიანებისთვის ვინც   მათზე ზრუნავენ, მნიშვნელოვანია, იყოს ადაპტური გარემო  როგორც საჯარო სივრცეებში (მაგ: სკოლა, საავადმყოფო, სკვერი და სხვა), ასევე სახლის პირობებში.

ფიზიკური გარემოს ადაპტაცია მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:

  • მისაწვდომი  გზა და შესასვლელი შენობებში (მაგ: პანდუსი, ლიფტი და ა.შ)
  • მისაწვდომი საერთო და საზოგადოებრივი სივრცე
  • შესაფერისი ზომის კარი - მაგალითად ეტლის მომხმარებელთათვის (სიგანე - მინიმუმ 90 სანტიმეტრი)
  • შუქის ჩამრთველების, ელექტრონული მოწყობილობების და მსგავსი ტიპის სხვა აღჭურვილობის არსებობა მისაწვდომ სიმაღლეზე
  • მოაჯირები კიბეზე
  • ადაპტირებული სამზარეულო და სააბაზანო - მაგ:  ხელსაბანი და სარკე მისაწვდომ სიმაღლეზე, საკმარისი სივრცე ეტლით ან გადასაადგილებელი ჩარჩოთი მოძრაობისთვის და ა.შ

გარემოში ცვლილებების შეტანა ზოგჯერ საკმაოდ მარტივია და შეიძლება მისი მორგება სახლის პირობებშიც.

მაგალითად:

  • იატაკზე მოცურების თავიდან ასარიდებლად შესაძლებელია შედარებით მყარი ხალიჩების დაფენა
  • მაღალი ხელსაბანის არსებობის შემთხვევაში - პატარა ზომის კუბის დადგმა იატაკზე.
  • მოაჯირების დამაგრება სააბაზანოში/საპირფარეშოში.
  • საბავშვო უნიტაზის დამაგრება არსებულ უნიტაზზე და ასევე ფეხების საყრდენი კუბის გამოყენება საჭიროების შემთხვევაში.
  • ყოველდღიურად გამოსაყენებელი ნივთების განთავსება ბავშვისთვის მისაწვდომ სიმაღლეზე, მაგალითად: კარადის პირველ თაროზე.

ბარიერებისგან თავისუფალი სივრცე ქმნის ხელშემწყობ, ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ გარემოს.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+