ცერებრული დამბლა

ცერებრული დამბლის კლასიფიკაცია მოტორული დარღვევის სიმძიმის მიხედვით

Preview

ცერებრული დამბლა თითქმის ყოველთვის ახდენს გავლენას ბავშვის მოძრაობისა თუ გადაადგილების უნარზე. მოძრაობისა და გარემოში გადაადგილების შესაძლებლობა, ძირითადად,  დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე.

ცერებრული დამბლა, მოტორული დარღვევების სიმძიმის მიხედვით, კლასიფიცირდება  მსუბუქ, საშუალო და  მძიმე ფორმებად. რიგ შეთხვევაში ფორმები ურთიერთგადამფარავია.

მსუბუქი ფორმა  - ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და მისი ყოველდღიურ აქტივობებში ჩართულობა არ არის შეზღუდული.

საშუალო ფორმა - ბავშვს სჭირდება სხვადასხვა დამხმარე საშუალებები გადაადგილებისა და ყოველდღიურ აქტივობებში მონაწილეობისთვის.

მძიმე ფორმა - ბავშვი საჭიროებს ეტლის გამოყენებას და აქვს მნიშვნელოვანი სირთულეები ყოველდღიური აქტივობების განხორციელების პროცესში.

გავრცელებულია ცერებრული დამბლის კლასიფიკაცია მსხვილი მოტორული უნარების ფუნქციური გამოყენების მიხედვით. ფუნქციური კლასიფიკაცია ყურადღებას ამახვილებს ბავშვის ჯდომის, პოზების ცვლილების, გარეთ და შინ სიარულის უნარზე, ყოველდღიური საქმიანობების შესრულებაზე და გადაადგილებისთვის საჭირო დამხმარე საშუალებების გამოყენებაზე, როგორიცაა: გადასაადგილებელი ჩარჩო, ხელჯოხები, ყავარჯნები და სავარძელ-ეტლები.

I დონე: დადის / გადაადგილდება სირთულეების გარეშე

  • არ საჭიროებს დამხმარე საშუალებებს (ხელჯოხს, ყავარჯენს);
  • შეუძლია შინ და გარეთ გადაადგილება, კიბეზე ასვლა / ჩასვლა სირთულის გარეშე;
  • შეუძლია ყოველდღიური აქტივობების შესრულება - სირბილი, ხტუნვა;
  • ახასიათებს შენელებული მოძრაობები, სირთულეები ბალანსსა და კოორდინაციაში.

II დონე: დადის / გადაადგილდება შეფერხებით

  • ქუჩაში, შინ და კიბეებზე გადაადგილდება სახელურების დახმარებით;
  • აწყდება სირთულეებს უსწორმასწორო ზედაპირზე, დაქანებაზე და გადატვირთულ ადგილებში;
  • აქვს სირბილის და ხტომის მინიმალური უნარი.

III დონე:  გადაადგილდება დამხმარე საშუალების გამოყენებით  

  • შინ და გარეთ სწორ ზედაპირზე გადაადგილდება დამხმარე საშუალების გამოყენებით;
  • შესაძლებელია, შეძლოს კიბეზე ასვლა სახელურების დახმარებით;
  • შესაძლებელია, შეძლოს მექანიკური ეტლის ტარება (დასჭირდება დახმარება დიდ დისტანციაზე და უსწორმასწორო ზედაპირზე).

IV დონე: გადადგილდება სირთულეებით სავარძელ - ეტლის გამოყენებით

  • დამოუკიდებელი გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია დამხმარე საშუალებების მიუხედავად;
  • უმეტესად, გადაადგილდება სავარძელ-ეტლით; შესაძლებელია მართავდეს ელექტრო ეტლს.

V დონე: გადააადგილებენ სავარძელ-ეტლით

  • აღენიშნება ფიზიკური შეზღუდვა, რაც აფერხებს ნებისმიერი მოძრაობების შესრულებას,  კონტროლს და თავისა და კისრის აღმართული მდგომარეობის შენარჩუნებას;
  • დარღვეულია მოტორული ფუნქციონირების ყველა სფერო;
  • არ შეუძლია დამოუკიდებლად ჯდომა და დგომა დამხმარე საშუალებების გამოყენების მიუხედავად;
  • არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაადგილება, თუმცა შესაძლებელია შეძლოს ელექტრო ეტლის გამოყენება.
Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+