ცერებრული დამბლა

შეიძლება თუ არა ცერებრული დამბლის განკურნება? როგორია პროგნოზი?

Preview

ცერებრული დამბლის განკურნება შეუძლებელია. ამავდროულად, ცერებრულ დამბლას არ ახასიათებს თავის ტვინის დაზიანების გაუარესება. რაც იმას ნიშნავს, რომ ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების მდგომარეობა არ უარესდება, ის უმჯობესდება სწორად წარმართული მუშაობის/ ინტერვენციის შედეგად. 

ამავდროულად, ზოგიერთ შემთხვევებში, ბავშვების ასაკის მატებასთან ერთად,  შეინიშნება კუნთთა ტონუსის ზრდა და სახსრების კონტრაქტურების  ჩამოყალიბება (ანუ სახსრების მოძრაობის შეზღუდვა), რაც ასევე მიზანმიმართულ ინტერვენციას და პრევენციას მოითხოვს.

გვახსოვდეს, ცერებრული დამბლა:

  • არ ახდენს გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე;
  • არის მუდმივი მდგომარეობა;
  • არ პროგრესირებს - ერთჯერადი დაზიანების შედეგია და არ იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის კვლავ დაზიანებას;
  • არ არის გადამდები.

ცერებრული დამბლის შემთხვევაში, მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, გადამწყვეტია ადრეული ჩარევა (ადრეული ინტერვენცია).

ადრეული ჩარევის და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების ფონზე პროგნოზი და ბავშვთა ფუნქციური მდგომარეობა უმჯობესდება, მცირდება გართულებების ალბათობა და იზრდება ბავშვისა და მისი ოჯახის ცხოვრების ხარისხი. ადრეული ჩარევის შედეგად, შესაძლებელია სახსრების მოძრაობის შეზღუდვის (კონტრაქტურების)  და დეფორმაციების თავიდან აცილება, რაც ხელს უწყობს პოზისა და ფუნქციის ოპტიმიზაციას.

ადრეული ჩარევის შედეგად, შემთხვევათა დიდ ნაწილში, ბავშვები, რომლებიც დამოუკიდებლად ჯდებიან 2 წლამდე და იწყებენ ცოცვას ორწლინახევრამდე,  ჩვეულებრივ მომავალში დამოუკიდებლად დადიან.

ხოლო ბავშვები, რომლებიც ვერ იჭერენ თავს 20 თვის ასაკამდე და ვერ ცოცავენ 5 წლამდე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებენ დამოუკიდებლად სიარულს მოგვიანებით.

ბავშვები, რომლებიც სიარულს იწყებენ 2 წლამდე ასაკში, ძირითადად, ხასიათდებიან ინტელექტის  ნორმალური ან მოსაზღვრე მდგომარეობით. საზოგადოდ, რაც უფრო მძიმეა მოტორული დეფიციტი, მით მძიმეა ინტელექტუალური დარღვევა.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+