სმენის დაქვეითება და სიყრუე

სმენის დაზიანების მიზეზები

Preview Preview

კონგენიტალური ანუ თანდაყოლილი მიზეზები (დაბადებიდან)

ტერმინი თანდაყოლილი სმენის დაქვეითება გულისხმობს, რომ სმენის დაქვეითებას ადგილი აქვს დაბადებისთანავე, რაც სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული,  რომლებიც გვხვდება საშვილოსნოში (პრენატალური) ან დაბადების დროს.

  • გენეტიკური ფაქტორები - მათ შორისაა მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი სმენის დაქვეითება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაქვეითება შეიძლება გადავიდეს მშობლის გენების მეშვეობით, ან შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს ბავშვის გენებში. მიჩნეულია, რომ გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს ბავშვებში თანდაყოლილი სმენის დაკარგვის 50%-ზე მეტს. გენეტიკაზე კვლევების წინსვლასთან ერთად, უფრო მეტი ინფორმაცია გროვდება სმენის დაქვეითების არამემკვიდრეობითი მიზეზების შესახებ.
  • პრენატალური ფაქტორები - ზოგიერთი ინფექცია შეიძლება დედიდან შვილზე გადავიდეს საშვილოსნოში და შედეგად, შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სმენის დაზიანება. ყველაზე გავრცელებულია დედის წითურა და ციტომეგალოვირუსი (CMV). სიყრუე ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის შეუთავსებლობით ორსულსა და მის ნაყოფს შორის (მაგ., მშობლის სისხლი რეზუს უარყოფითი და ნაყოფის რეზუს დადებითი). იშვიათ შემთხვევებში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკურობის ფორმა, რომელიც აზიანებს სმენას ჩანასახში.
  • პერინატალური ფაქტორები - პერინატალური ეხება მოვლენებს, რომლებიც ხდება დაბადების დროს ან დაბადების შემდეგ მალევე. მაგალითად, ზოგჯერ ბავშვს უჭირს საშვილოსნოს ყელში გადაადგილება და შეიძლება ადგილი ჰქონდეს  ჟანგბადის ნაკლებობას, მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც "დაბადების ასფიქსია". სმენის დაზიანება შეიძლება მოხდეს ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. ამ მიზეზით გამოწვეული სმენის დაზიანების  ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს იყო ბავშვი ჟანგბადის გარეშე. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება მოხდეს დაბადების დროს, არის მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ჰიპერბილირუბინემია. ეს არის ბილირუბინის, ყვითელი პიგმენტის, გადაჭარბებული დაგროვება და იწვევს სიყვითლეს ( კანის ან/და თვალების გაყვითლებას). აღნიშნული, გამოწვეულია ბავშვის ღვიძლთან ან სხვა მფილტრავ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემით და თუ დროულად არ მოხდება მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს სიყრუე.
Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+