კვების დარღვევები ბავშვებში

კვების სირთულეებზე მომუშავე სპეციალისტები

ბავშვის კვებისა და ყლაპვის დარღვევების, ან სხვა სიძნელეების დროს მნიშვნელოვანია ადრეული ჩარევა და საჭირო დახმარების მოძიება. ამ დროს დიდი როლი აქვს მშობლის მიერ პრობლემის იდენტიფიცირებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციას.  კვების და ყლაპვის დარღვევებზე მუშაობს მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის წევრებიც შეიძლება იყვნენ:

ექიმი პედიატრი -  განსაზღვრავს სამედიცინო საჭიროებებს და შესაბამის ინტერვენციას. ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე დამატებითი კვლევებისთვის ამისამართებს ბავშვს სპეციალური პროფილის ექიმ სპეციალისტთან. 

ოკუპაციური თერაპევტი -  მუშაობს ფუნქციური უნარების გამომუშავება/გაუმჯობესებაზე, რომლის მიზანია ბავშვის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა ისეთ ყოველდღიურ აქტივობებში, როგორიცაა: კვება, ტუალეტის მოხმარება, გახდა ჩაცმა და ა.შ 

სენსორული ინტეგრაციის სპეციალისტი - მუშაობს სენსორული გადამუშავების სირთულეებზე და ეხმარება ბავშვს ყოველდღიურ აქტივობებში სრულფასოვნად ჩართვაში.

კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი - მუშაობს როგორც ვერბალური ისე არავერბალური კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესებაზე, ასევე კვებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაზე.

დიეტოლოგი - ახორციელებს ბავშვის ზრდა-განვითარების მონიტორინგს და არჩევს ბავშვისთვის საჭირო კვების სწორ რაციონს.

ქცევის თერაპევტი - მუშაობს ქცევის ცვლილებაზე და სოციალურად მისაღები ქცევის პატერნების გამომუშავებაზე. მათ შორის კვების პროცესთან დაკავშირებულ ისეთ ქცევით სირთულეებზე, როგორიცაა საკვების თავიდან არიდება, შერჩევითობა და სხვა.

ფსიქოლოგი -  მუშაობს ბავშვთან და მის ოჯახთან,  ემოციური, სოციალური და კომუნიკაციური სირთულეების დაძლევის მიზნით. 

ფსიქიატრი - მუშაობს კვებითი აშლილობების მართვაზე, საჭიროების შემთხვევაში იყენებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

 სტომატოლოგი  - აფასებს ბავშვის ორალურ ღრუს და განსაზღვრავს იმ თავისებურებებს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კვების პროცესზე.

გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ ვინ ჩაერთვება მულტიდისციპლინურ გუნდში, ეფუძვნება ბავშვის მდგომარეობასა და საჭიროებებს, რომლებიც შეფასების საფუძველზე გამოვლინდება.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+