კვების განვითარებაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი რისი ცოდნაც და გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია პროცესში წარმატებისთვის.
გარემო ფაქტორები - ზოგიერთ ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრაცია კვებაზე, როდესაც გარემოში ბევრი სტიმულია. მაგალითად კვების პარალელურად ჩართული ტელევიზორი ან კომპიუტერი.
ფიზიკური სირთულეებით განპირობებული ფაქტორები - კვების პროცესის მიმდინარეობა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე და ფიზიკურ გამძლეობაზე. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ორალურ მოტორული უნარების სირთულეები - შესაძლოა უჭირდეთ დამოუკიდებლად ჭამა და დიდ დროს ანდომებდნენ კვების პროცესს. თუმცა, თუ კვება 30-40 წუთზე მეტხანს გრძელდება, შესაძლებელია ბავშვმა იმაზე მეტი ენერგია დახარჯოს, ვიდრე ამას საკვებიდან იღებს.
ქცევით განპირობებული ფაქტორები - ზოგჯერ ბავშვი უარს ამბობს საკვების მიღებაზე, ან პრეტენზიულია პროცესში. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს ბავშვსა და მის მზრუნველს შორის არსებული ურთიერთობა. თუ კვება მიმდინარეობს ნეგატიური განწყობით, ეს მოქმედებს ბავშვზეც და ხირად გამოთქვამს უკმაყოფილებას. მზრუნველი პირის სიმშვიდე და ემოციური კონტროლი დადებითად მოქმედებს კვებაზე და ბავშვის ქცევაზე.