მიზეზები თუ მდგომარეობები, რომლებსაც შესაძლოა ახლდეს კვებისა და ყლაპვის დარღვევები სხვადასხვაგვარია, თუმცა ძირითადად მოიცავს შემდეგს:
- კომპლექსური სამედიცინო მდგომარეობები (მაგალითად: კარდიოპულმონარული დაავადება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, კუჭის მოქმედების გართულება).
- განვითარების დარღვევები.
- ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვ-კუნთოვან კოორდინაციაზე (მაგალითად: ჰიპოტონია, ჰიპერ ტონუსი).
- სხვადასხვა გენეტიკური სინდრომი (მაგალითად: დაუნის სინდრომი, რეტის სინდრომი, პრადერვილის სინდრომი).
- მედიკამენტების გვერდითი ეფექტები (მაგალითად: ძილიანობა, მადის დაკარგვა).
- ნევროლოგიური დარღვევები (მაგალითად: ცერებრული დამბლა, ენცეპალოპათია, ტვინის ტრავმული დაზიანება).
- სენსორული ინტეგრაციის დარღვევა.
- ორალური ღრუს სტრუქტურული დარღვევები (მაგალითად: გაყოფილი ტუჩი და/ან სასა).
- ქცევითი სირთულეები (მაგალითად: საკვების ამრიდებლობა).
- სოციო-ემოციური ფაქტორები (მაგალითად: მშობლისა და შვილის ინტერაქციის თავისებურება კვების პროცესში).