კვების დარღვევები ბავშვებში

კვების უნარების განვითარების ეტაპები

Preview

კვების პროცესი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხელშემწყობია გარემო, და წახალისებულია ბავშვის დამოუკიდებლობა. მასზე გავლენა აქვს როგორც ბავშვის ზოგად, ასევე, უშუალოდ კვების განვითარების ეტაპებს:

●      კვების უნარების განვითარება ადრეული თვეებიდან იწყება. სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით, ჩვილების ექსკლუზიურად ძუძუთი კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 6 თვის ასაკამდე. ხოლო, 4 - 6 თვიდან შესაძლებელია შერეული კვების შეთავაზება. ამ პერიოდში ჩვილი ავლენს ფაზური ჩაკბეჩვის უნარს (ყბის რითმული გაღება და დახურვა საკვების დაქუცმაცება/დარბილებისთვის). მოგვიანებით კი იწყება და ვითარდება კოვზით კვება. ამ პერიოდში ასევე ყალიბდება გემოების მიმართ გარკვეული უპირატესობების მინიჭების უნარი, რაზეც გავლენას ახდენს ადრეული გამოცდილება.

●      6 - 8 თვის ასაკის ჩვილი, უკვე ცდილობს ბოთლზე შეხებას და მის ხელში დაჭერას.  შედარებით მყარი საკვების შეთავაზებისას, ფაზური ჩაკბეჩების (ყბის რითმული გაღება და დახურვა საკვების დაქუცმაცება/დარბილებისთვის) გამოყენების შემდეგ, მოგვიანებით ვითარდება ყბისა და ენის კომბინირებული მოძრაობა და შესაბამისად, ცმუცვნის უნარი. პროცესში ხდება საკვების პირის ღრუში გადაადგილება, დარბილება, ფორმირება, დაქუცმაცება.

კვლევების მიხედვით, თუკი ბავშვს 9 თვემდე არ აქვს სხვადასხვა ტექსტურის საკვების (მაგალითად დაჭყლეტილი) მიღების გამოცდილება - შესაძლოა ჰქონდეს კვების ისეთი სირთულეები, როგორიცაა - ამრიდებლობა, ღეჭვის გაძნელება, პიურეს სტრუქტურის საკვების მირთმევის გაძნელება და სხვა. შესაბამისად მნიშვნელოვანია, ბავშის კვების რაციონის დაცვა და საკვების იმგვარი სტრუქტურით მიწოდება, რომ მოხდეს ყველა  საჭირო უნარის (მაგ: კბეჩა, ღეჭვა) გამოყენების და განვითარების წახალისება.

●      9 დან 13 თვემდე ასაკის ჩვილს უვითარდება რამდენიმე მნიშვნელოვანი უნარი: ზის უფრო სწორად და სტაბილურად, ხელში იჭერს საგნებს და გააზრებულად უშვებს ხელს, იხვეწება მკლავისა და მაჯის მოძრაობა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დამოუკიდებლად კვების უნარ-ჩვევებს. ასევე ბავშვი მეტად აკონტროლებს კბეჩის პროცესს.  ნელ ნელა მატულობს კბეჩის სიძლიერე და მომდევნო 2 წლის მანძილზე ეს უნარი კიდევ უფრო მეტად ვითარდება. ამ პერიოდში იწყება იმის აღქმა, რომ ერთი და იგივე ფორმისა და ფერის საკვებს შესაძლოა ჰქონდეს იდენტური გემო. ასევე ჩვილი ცნობს იმ საკვებს, რომელიც არ მოსწონს.

●      12 თვის ასაკის ბავშვისთვის საკუთარი ხელით ჭამა ერთ ერთი საყვარელი საქმიანობაა და ხშირად,  უარს ამბობს საკვების სხვისი ხელით მიღებაზე. ამ დროს გასათვალისწინებელია უსაფრთხოების საკითხები და ორალურ - მოტორული უნარების (ტუჩების, ენის, ყბის, ლოყების კუნთთა მოძრაობა, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა მოქმედების შესრულებას, მაგალითად კვება) განვითარების დონე (მაგ: ამ ასაკში ბავშვს ადვილად შეუძლია მოხარშული ბოსტნეულის  ხელში დაჭერა, პირთან მიტანა და შემდეგ მისი ენითა და ღრძილებით დაჭყლეტვა).

●      14 თვის ასაკიდან შესაძლოა გაჩნდეს მიმღებლობის პრობლემა ისეთი საკვების მიმართაც კი, რომელიც მანამდე მოსწონდა. ეს ბუნებრივი პროცესია და აღწევს პიკს დაახლოებით 20 თვის ასაკში, თუმცა ეტაპობრივად მცირდება, დაახლოებით 8 წლამდე.

●      დაახლოებით 15 თვის ასაკიდან, ბავშვს უკვე შეუძლია ჭამის დროს კოვზის ხელში დაჭერა და ამასთან აცნობიერებს მის დანიშნულებას. კოვზს ყოფს ჯამში და შემდეგ მიაქვს პირთან. ამ ასაკში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული ვიზუალურ - მოტორული უნარები (გარემოში არსებული ვიზუალური სტიმულების მიღება, გადამუშავება და გარდაქმნა მოტორულ ქმედებებად. მაგალითად როდესაც ბავშვი ხედავს ბურთს და ცდილობს დაიჭიროს ხელებით), რის გამოც გართულებულია მკლავისა და მაჯის მოძრაობების კოორდინაცია. შესაბამისად, პირთან მიტანილი ულუფა კოვზიდან შესაძლოა გადმოიღვაროს/დაიფანტოს. ხშირად ეს პროცესი “დიდი არეულობით” მთავრდება, რის გამოც მშობლების უმეტესობა ამჯობინებს თავად გამოკვებოს ბავშვი.  ამით იქმნება ერთგვარი ხელოვნური ბარიერი იმისთვის, რომ განვითარდეს და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებლად კვების უნარი.  

●      2 წლის ასაკის ბავშვი  უკვე დამოუკიდებლად ახერხებს კოვზით ჭამას. შეუძლია შედარებით სქელი საკვებით (მაგ: იოგურტი) სავსე კოვზით მირთმევა საკვების გადმოღვრის გარეშე. 

●      3 წლის ასაკიდან შეუძლია ჩანგლის გამოყენებაც. მაგალითად შემწვარი კარტოფილის ჩანგალზე წამოცმა და პირთან მიტანა.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+