კვების დარღვევები ბავშვებში

კვების მნიშვნელობა და კვებითი ურთიერთობები

Preview

კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ხელს უწყობს ბავშვის ზრდას, განვითარებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ჯანსაღი და სრულფასოვანი რაციონი დადებითად მოქმედებს სწავლაზე, ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობაზე, სოციალური ურთიერთობების განვითარებაზე, მეტყველებაზე და ა.შ.

კვების პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს ისეთი ფუნქციების ეფექტურ და  კოორდინირებულ მოქმედებას, როგორებიცაა - მოტორული, სენსორული, კოგნიტური და სხვა. გასათვალისწინებელია კვების სხვადასხვა შემადგენელი კომპონენტი, მაგალითად: საჭირო ჭურჭლის შერჩევა და გამოყენება, საკვების/სასმელის პირთან მიტანა და პირში მოთავსება, დაღეჭვა, ყლაპვისთვის მომზადება, გადაყლაპვა და ა.შ.

ბავშვის მიერ საკვების მიმღებლობასა და კვებისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს "კვებითი ურთიერთობები." ამ ცნებით/ტერმინით აღინიშნება ბავშვსა და მასზე მზრუნველ პირს შორის არსებული პოზიტიური ინტერაქცია.

მაგალითად, ჩვილობის ასაკში "კვების პოზიტიური ურთიერთობა" სამ ძირითად ფაზას მოიცავს. ესენია:

  • ჰომეოსტაზი (0 - 2 თვე)
  • მიჯაჭვულობა (3 - 6 თვე)
  • სეპარაცია და ინდივიდუალობა (6 თვის ასაკიდან)

ჰომეოსტაზის ფაზაში მნიშვნელოვანია მზრუნველი პირის როლი, რომელმაც უნდა ამოიცნოს ბავშვის მოთხოვნილებები, შიმშილისა და დანაყრების ნიშნები და მოახდინოს სწორი და დროული რეაგირება ჩვილის ბაზისური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. შედეგად, ჩვილს უყალიბდება ნდობა, ხოლო შიმშილის ნიშნებზე გვიანი რეაგირების შემთხვევაში - შესაძლოა განუვითარდეს შფოთვა.

მიჯაჭვულობის ფაზაში კვების დროს, ჩვილების უმეტესობა საკმაოდ აქტიურად ცდილობენ კომუნიკაციას. ამყარებენ თვალით კონტაქტს მზრუნველ პირთან. გამოსცემენ გარკვეულ ხმებს. ამ ეტაპზე, საკვების მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული მზრუნველთან სოციალურ ინტერაქციაზე.

სეპარაციის და ინდივიდუალობის ფაზა დგება 6 თვის ასაკიდან, როდესაც ჩვილს უჩნდება  მეტი კონტროლი გარემოზე. ამ ეტაპზე, ის ხდება მეტად დამოუკიდებელი, ხოლო მზრუნველის როლია საკვების მომზადება, მისი რაოდენობისა და მიწოდების სიხშირის განსაზღვრა და სათანადო რეაგირება, ბავშვის მიმართ ყურადღების გამოვლენა.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+