ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

თერაპიული მიდგომები ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობი სინდრომის დროს (ADHD)

ქცევითი თერაპია

ქცევითი თერაპიის მიზანია პრობლემური ქცევების მისაღები ქცევებით შეცვლა. ქცევითი თერაპია ADHD  ის მქონე პირს ასწავლის სტრატეგიებს, პრობლემური სფეროს (ორგანიზაცია, ფოკუსირება და იმპულსის კონტროლი) გასაუმჯობესებლად. ქცევითი თერაპია საჭიროებს ბავშვის, მშობლის და მასწავლებლის აქტიურ ჩართულობას, რამდენადაც მათ მხრიდან ბავშვის ქცევაზე სწორი რეაგირებები და გარემოს ადაპტირება/მორგება განსაზღვრავს ბავშვის წარმატებას.

ხშირ შემთხვევაში ქცევითი თერაპია შეწყვილებულია მედიკამენტებთან, თუმცა, ზოგჯერ საკმარისად  ეხმარება ადამიანს ეფექტორად მართოს ADHD სიმპტომები მედიკამენტების გარეშე.

კოგნიტურ-ქცევითი თერაპია

ხშირი  წარუმატებლობის, შეცდომების, გამორჩენილი მნიშვნელოვანი თარიღების, შეუსრულებელი დაპირებების თუ არაპუნქტუალურობის გამო, ADHD ის მქონე პირებს ხშირად დაბალი თვითშეფასება და ნეგატიური წარმოდგენები აქვთ საკუთარ თავზე.

მსგავს დამოკიდებულებებთან და წარმოდგენებთან სამუშაოდ, ეფექტურია კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, რომელიც წარმოადგენს ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ მიმართულებას და ეხმარება ადამიანს არაადაპტური ქცევებისა და მათ საფუძვლად მდებარე ირაციონალური აზრების ჩანაცვლებაში. ADHD-ს შემთხვევაში, ასეთი აზრები შეიძლება იყოს:

  • “მე ყოველთვის არასწორად ვიქცევი;”
  • “დავალება ბრწყინვალედ უნდა შევასრულო, მე კი- დამაკმაყოფილებლადაც არ გამომივა...”
  • “ყველას თვალში არაეფექტური და უსარგებლო ვარ

ირაციონალური აზრები იწვევენ შფოთვას, დისფუნქციურ ქცევებს, ყოველივე ამის ასარიდებლად, კი მნიშვნელოვანია ირაციონალური აზრების რაციონალურით ჩანაცვლების სტრატეგიების გამომუშავება.

კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის დროს ადამიანები სწავლობენ რომ არ იყვნენ რადიკალურები მოვლენების შეფასებისას (“მე ყოველთვის, მე არასდროს..”) უმაღლესი მოლოდინების წაყენება და “ასე უნდა იყოს” ფორმულირება აზრების, ამწვავებს თვითკრიტიკულობასა და  შფოთვას ადამიანებში. ასევე, იმის გააზრება, რომ ჩვენ სხვების და მითუმეტეს ყველას გონების კითხვა არ შეგვიძლია, ეხმარება ადამიანებს, რომ გადააწყონ ირაციონაური აზრი (“ყველას თვალში არაეფექტური ვარ”) და გააკეთონ საწინააღმდეგო აღმოჩენები.

ADHD- ის მქონე პირისგან შეიძლება მოისმინოთ - “მე ძალიან კარგად ვიცი რა და როგორ უნდა გავაკეთო, მაგრამ ვერ ვაკეთებ”, კოგნიტურ-ქცევითი თერაპია ეხმარება ადამიანს დაძლვის სტრატეგიების შემუშავებაში, რომელიც სწორედ იმ ნეგატიური მოლოდინების და დამამუხრუჭებელი ქცევების მართვას განაპირობებს, რომელიც უხეშად ერევა მის მიერ დაგეგმილის განხორციელებაში.

კოგნიტურ-ქცევითი თერაპია არ კურნავს ყურადღების დეფიციტს, იმპულსურობასა და ჰიპერაქტივობას, ის  ეხმარება ADHD- ის მქონე პირებს, უკეთ შეძლონ, დროის მართვა, დაგეგმვა და შეძლონ აქტივობების ორგანიზება, გაიუმჯობესონ დღის რუტინა და ძილის ხარისხი, რაც აადვილებს ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების ყოველდღიურობას.

 ნეიროფიდბეკი

ADHD– ის მკურნალობის კიდევ ერთ, შედარებით ახალ ალტერნატიულ  მეთოდს წარმოადგენს ნეიროფიდბეკი. აღნიშნული მეთოდი ეფუძნება კომპიუტერის გამოყენებას. კერძოდ, წინასწარ შერჩეული პარამეტრებით და  უკუკავშირით, ხდება ტვინის ელექტრული აქტივობის მოდულაცია სამიზნე არეებში. 20-40 შეხვედრის შემდეგ დგება დროში მდგრადი შედეგი, ტვინი აღწევს აქტივაციის ადეკვატურ დონეს და მცირდება ADHD -ის მახასიათებლები.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+