ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

რით ხასიათდება ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD)?

Preview

ADHD- ის მახასიათებლებია: ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობა და იმპულსურობა.

ყურადღების დეფიციტის მქონე პირებს უჭირთ მობილიზება, აქვთ აქტივობაზე ფოკუსირების და ორგანიზების პრობლემა. (აღნიშნული დეფიციტი არ არის გამოწვეული გაგების და აზროვნების პრობლემებით).

ჰიპერაქტივობა, სიტუაციის შეუსამაბოდ, გადაჭარბებულ, ხშირად გაუკონტროლებელ ფიზიკურ აქტივობებს გულისხმობს.

იმპულსურობა -მიუთითებს სწრაფ, გაუაზრებელ მოქმედებაზე, პასუხზე, გადაწყეტილებაზე, რომელსაც სუბიექტი ავლენს მოვლენის ყოველგვარი წინასწარი ანალიზის  და რისკების შეფასების  გარეშე.

როდესაც ვსაუბრობთ აღნიშნულ დიაგნოზზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მახასიათებლები გამოხატულია ისეთი ინტენსივობით, რომ უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე.

განვიხილოთ უფრო ვრცლად, თუ როგორ ვლინდება თითოეული მახასიათებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში:

ყურადღების დეფიციტი

  • დეტალებზე ფოკუსირების პრობლემა, ხშირი შეცდომები დავალების ან სხვა აქტივობის შესრულებისას.
  • კითხვის ან მოსმენის დროს ყურადღების შენარჩუნების პრობლემა
  • ინსტრუქციის მიყოლის, დავალების დასრულების სირთულე
  • დავალების, აქტივობების ორგანიზების პრობლემა
  • ყურადღების ადვილი გადართვა (გაფანტვა), ფოკუსის შენარჩუნების პრობლემა, როცა გარემოში რაღაც სხვა სტიმულია (მოზარდების შემთხვევაში ასოციაციები გონებაში, რაც რეალობას წყვეტს).
  • ნივთების ხშირი კარგვა და გულმავიწყობა ყოველდღიური აქტივობების შესრულებისას (უფროსების შემთხვევაში- გამოტოვებულ ზარზე გადარეკვის, გადასახადების გადახდის, შეხვედრაზე დასწრების დავიწყება, გასაღების, სათვალის ძებნა. ბავშვების შემთხვევაში- სასკოლო ნივთების კარგვა, დავალების ჩანიშვნის დავიწყება…).

ჰიპერაქტივობის და იმპულსურობის მქონე პირის მახასიათებლები შემდეგია:

  • კიდურების მოსვენებულ მდგომარეობაში გაჩერების სირთულე, (ცქმუტვა  ჯდომისას);
  • ხშირი წამოდგომა, ადგილის დატოვება, იქ სადაც ჯდომა მოეთხოვება
  • სირბილი უმისამართოთ, ძრომის, აცოცების  მცდელობები;
  • აქტოვობების თანმიმდევრულად. წყნარად შესრულების პრობლემა ;
  • ბევრი ლაპარაკი;
  • საკუთარი ჯერის დალოდების სირთულე- კომუნიკაციისას,
  • პასუხების წამოძახება შეკიხვის დასრულებამდე;
  • დაუკითხავად შეჭერა  სხვების აქტივობებში.

 მნიშველოვანია გავითვალისწინოთ, რომ ზემოთ მოცემული მახასიათებლებიდან, რამდენიმე, შესაძლოა, თითოეული ჩვენგანის გამოცდილებაში ყოფილა,  მაგრამ ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ საკმარისი პირობაა დიაგნოსტირებისთვის. იმისთვის, რომ გაიმიჯნოს დიაგნოზი ტიპური შემთხვევისგან, ან სხვა მსგავსი დიაგნოზებისგან, მნიშვნელოვანია სპეციალისტის ჩართვა, რომელიც შეაფასებს როგორც მახასიათებლების წარმომავლობის მიზეზებს, სიხშირეს, ხანგრძლივობასა და სხვა გარემოებებს, ასევე, ბავშვის შემეცნებით ფუნქციებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ADHD-ის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად.

ADHD შესაძლოა ვლინდებოდეს 3 ფორმით:

  1. როდესაც მახასიათებლებიდან წამყვანია ყურადღების დეფიციტი (შემთხვევების 5%-ში)
  2. წამყვანი მახასიათებელი ჰიპერაქტივობა-იმპულსურობაა (შემთხვევების 15%)
  3. როდესაც შერეული ფორმით, თანაბარი ინტენსივობით ვლინდება როგორც ყურადღების დეფიციტის ასევე, ჰიპერაქტივობა-იმპულსურობის სიმპტომები (შემთხვევათა 80%-ში).

ADHD- ის მქონე ბავშვებს აქვთ სირთულეები როგორც ოჯახში, ასევე საგანმანათლებლო თუ სხვა სოციალურ გარემოში.

  • სახლში არსებული პრობლემა შესაძლოა იყოს ყოველდღიური რუტინის მიყოლის სირთულე, როგორიცაა - პირადი ჰიგიენის წესების მიყოლა, ჭამა, თამაში, შესაძლებელია უარს აცხადებდეს დაძინებაზე, ან ჭამაზე. თამაშის დროს ხშირად ამტვრევდეს და ვერ აორგანიზებდეს, ფანტავდეს ნივთებს.
  • სკოლაში - აქვთ საკლასო სამუშაოს ბოლომდე დასრულების პრობლემა, ხშირად წყვეტენ აქტივობას, ტოვებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას- და ყოველივე, ხშირად, გავლენას ახდენს  მათი აკადემიური მიღწევის დონეზე.

ყურადღების, იმპულსის შეკავების და ქცევის კონტროლის დეფიციტი, უარყოფითად აისახება ინტერპერსონალურ ურთიერთობებზეც (მეგობრები, თანაკლასელები თუ სხვა).  სოციალური ურთიერთობის სირთულეების გამო ხშირად აქვთ დასაქმების პრობლემაც.

დამატებით, აღნიშნული დიაგნოზის მქონე პირებთან გამოკვეთილია ტრავმული დაზიანების მაღალი რისკი და ასევე, ნივთიერებაზე დამოკიდებულება, რაც თავისმხრივ პრობლემურ/ დევიაციურ ქცევებს აპროვოცირებს.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+