დასწავლის უნარის დარღვევა

დასწავლის უნარების დარღვევის ქვეტიპები

Preview

* აღნიშნული კლასიფიკაცია მოცემულია ფსიქიკური დარღვევების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელო DSM-5-ის მიხედვით (2013).

დასწავლის უნარის დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს კითხვის, წერის ან/და მათემატიკური უნარების ათვისების სირთულეში. ზოგჯერ სირთულე მხოლოდ ერთი აკადემიური უნარის ათვისებაში ვლინდება, ზოგჯერ კი გამოხატულია ორ ან სამივე ბაზისური აკადემიური  უნარის ათვისებაში. მაგალითად, მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად კითხვის და მათემატიკური უნარების ათვისების სირთულეები.

განვიხილოთ თითოეული ცალცალკე.

კითხვის უნარის სპეციფიკური დარღვევა - დისლექსია

დისლექსია დასწავლის უნარის დარღვევის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ფორმაა (შემთხვევათა 80%).  სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს სიტყვის სწორად  ამოკითხვაში (დეკოდირება), კითხვის ტემპში და წაკითხულის გაგებაში.

  • სიტყვის ამოკითხვის ან/და კითხვის ტემპის სირთულის დროს - ბავშვი კითხვისას უშვებს ბევრ შეცდომას. აქვს ასოების ამოკითხვის ან/და მარცვლების სიტყვაში გაერთიანების სირთულე, რის გამოც კითხვის ტემპი არის ნელი და კითხვის დროს ეხარჯება დიდი ძალისხმევა. კითხულობს სიტყვებს არაზუსტად, ნელა და გაუბედავად. ხშირად კითხულობს მიხვედრით. შესაბამისად აქვს წაკითხული წინადადების გაგების და შინაარსის გამოტანის სირთულე. 
  • წაკითხულის გაგების სირთულის დროს - შესაძლოა არ ჰქონდეს უშუალოდ ასოების ამოკითხვის და მარცვლების სიტყვაში გაერთიანების სირთულე. კითხულობდეს სწრაფად და ძირითადად უშეცდომოდ. თუმცა ჰქონდეს  წაკითხულიდან აზრის გამოტანის, ფაქტების დამახსოვრების და მოვლენების თანმიმდევრობით გახსენების სირთულე. 

ზოგადად, კითხვის ათვისებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ასაკობრივად იცვლება. პირობითად გამოყოფენ 2 ეტაპს, ესაა „კითხვის სწავლა“ და „სწავლა კითხვით“.  პირველ ეტაპზე  ასოების/მარცვლების სიტყვაში გაერთიანებაზე, სიტყვაში ბგერების გარჩევაზე (ფონოლოგიური გადამუშავება) და სიტყვის ამოკითხვაზე (დეკოდირება) კეთდება მეტი აქცენტი, შემდეგ კი ძირითადი აქცენტი გადადის თავისუფალ, გაწაფულ კითხვაზე და წაკითხულის გაგებაზე. შესაბამისად, დისლექსიის დროს გამოვლენილი სირთულეები განსხვავდება ასაკის მიხედვით.  

წერის უნარის სპეციფიკური დარღვევა - დისგრაფია

წერის უნარის სპეციფიკური დარღვევის დროს სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს მართლწერაში, გრამატიკასა და პუნქტუაციაში, ასევე,  წერილობითი ფორმით აზრის ჩამოყალიბებასა და ნაწერის ორგანიზებაში.

  • მართლწერაში გამოხატული სირთულის დროს - ბავშვი ამატებს, ტოვებს, ანაცვლებს ასოებს. წერისას აქვს სივრცის დაცვის და ასოების მოხაზვის სირთულე, რის გამოც ხშირად დაწერილის ამოკითხვა გართულებულია.
  • წერილობითი ფორმით აზრის ჩამოყალიბების სირთულის დროს  - ბავშვი უშვებს ბევრ გრამატიკულ და პუნქტუაციურ შეცდომას, წინადადებების წყობა გაუმართავია, ტოვებს სიტყვებს. აქვს წერის დაწყების და პარაგრაფების ორგანიზების სირთულე. ნაწერში ნათლად არ არის გადმოცემული  გამოხატული აზრი.

მათემატიკური უნარების სპეციფიკური დარღვევა - დისკალკულია

მათემატიკური უნარების სპეციფიკური დარღვევის დროს სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს რიცხვების მნიშვნელობის წვდომაში, არითმეტიკული ფაქტების დამახსოვრებაში, ანგარიშსა და მათემატიკური ცნებების საშუალებით მსჯელობაში.

  • რიცხვებისა და რიცხვებთან დაკავშირებული ფაქტების ათვისებაში ან/და ანგარიშში გამოხატული სირთულის დროს - ბავშვს აქვს რიცხვების და მათი ურთიერთმიმართებების გაგების სირთულე, მაგალითად, მეტობა-ნაკლებობის გარჩევა. ითვლის თითების გამოყენებით მაშინ, როდესაც უკვე გონებაში მოეთხოვება რიცხვებით მანიპულირება. 
  • არითმეტიკული ოპერაციების შესრულების სირთულის დროს - ხშირად ურევს მოქმედებების შესრულების თანმიმდევრობა. აქვს სირთულე ისეთი სიმბოლოების დამახსოვრებისას, როგორიცაა >/<, წილადები და ა.შ.
  • მათემატიკური ცნებების საშუალებით მსჯელობის სირთულის დროს - აქვს გამოხატული სირთულეები მათემატიკური ცნებების, ფაქტების ათვისებაში და ამოცანის ამოხსნაში. შეიძლება დამოუკიდებლად მარტივად შეასრულოს მიმატება/ გამოკლების და გამრავლება/ გაყოფის არითმეტიკული ოპერაციები, თუმცა როგორც კი საქმე ამოცანის ამოხსნას შეეხება, ვერ იგებს ამოცანის პირობიდან გამომდინარე რომელი არითმეტიკული ოპერაცია უნდა ამოირჩიოს და შეასრულოს. 
Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+