დასწავლის უნარის დარღვევა

როგორ ხდება დასწავლის უნარის დარღვევის დიაგნოსტირება?

Preview

დიაგნოსტირება, როგორც წესი, არ ხდება სკოლამდელ ასაკში, თუმცა გარკვეული ნიშნების არსებობით შესაძლოა, ვივარაუდოთ შემდგომში მისი განვითარების მაღალი ალბათობა. ადრეულ ეტაპზე განვითარების სფეროებში (მოტორული, კოგნიტური, ენა და მეტყველება, სოციალურ-ემოციური სფერო) გამოხატული შეფერხების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს შეფასება და ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ინტერვენციის დაგეგმვა.

დასწავლის უნარის დარღვევის დიაგნოსტირება ყველაზე ხშირად 1-დან მე-4 კლასამდე ხდება. 

შეფასების პროცედურა, როგორც წესი, მოიცავს შემდეგს:

ინტერვიუ 
მშობლებთან ან/და ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან, რომელიც ჩართულია მისი აღზრდის პროცესში, მიზნად ისახავს ბავშვის განვითარების, სოციალური, საგანმანათლებლო  და სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით  ინფორმაციის მიღებას.

ინტერვიუ მასწავლებლებთან შეიძლება ჩატარდეს პირისპირ ან/და კითხვარების სახით. ეს მიზნად ისახავს ბავშვის სკოლაში ფუნქციონირების და აკადემიური მიღწევის შესახებ  უფრო დეტალური ინფორმაციის შეგროვებას.

ზოგადი ინტელექტუალური და კოგნიტური ფუნქციონირების შეფასება 
მიზნად ისახავს სტანდარტიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით სხვადასხვა კოგნიტური (შემეცნებითი) უნარების შეფასებას, როგორებიცაა მაგალითად, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, მეტყველება, აზროვნება და ინფორმაციის გადამუშავება, რაც ჩართულია სწავლის და აკადემიური პროგრამის ათვისების პროცესში.

ბაზისური აკადემიური უნარების შეფასება 
მიზნად ისახავს სტანდარტიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით ბაზისური აკადემიური უნარების - წერის, კითხვის, მათემატიკის და თხრობის შეფასებას და აკადემიური მიღწევის დონის განსაზღვრას;

შეფასების საფუძველზე ასევე ხდება ძლიერი მხარეების და საჭიროებების იდენტიფიცირება და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების შემუშავება. 

დიაგნოსტირების პროცესში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს სენსორული დარღვევები, ენობრივი ბარიერი და განვითარების სხვა დარღვევები, მაგალითად, როგორიცაა ინტელექტუალური განვითარების დარღვევა.

დასწავლის უნარის დარღვევის დროს ხშირია ქცევითი სირთულეები, თუმცა ხშირად ეს გამოწვეულია მოსწავლის მხრიდან სწავლისადმი და სკოლისადმი ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებით და სათანადო ინტერვენციის განხორციელების შემდგომ, სწავლის სირთულეების მოგვარების პარალელურად, როგორც წესი, გვარდება ქცევის სირთულეებიც.

დასწავლის უნარის დარღვევა ქრონიკული მდგომარეობაა, თუმცა ადრეული და სწორი ინტერვენციის შემთხვევაში მოსწავლეები აღწევენ წარმატებას სწავლაში. სწავლება შეიძლება ეფუძნებოდეს როგორც უშუალოდ სუსტი უნარების გავარჯიშებას, ასევე ძლიერი მხარეების გამოყენებით სწავლებას.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+