ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევა

Სპეციალისტები ვინც მუშაობენ ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან

Preview Preview

Ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებს, საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენის, უნარების დაუფლების მიზნით ესაჭიროებათ სხვადასხვა სპეციალისის მომსახურება. Ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე ეს სპეციალისტები შესაძლოა იყვნენ:

Ნეიროფსიქოლოგი-აფასებს ბავშვების შემეცნებით უნარებს, მაგალითად ყურადღებას, პრობლემის გადაჭრის უნარს, დასწავლისთვის საჭირო უნარებს. Აფასებს ბავშვის განვითარების ძლიერ და სუსტ მხარეებს განვითარების ყველა სფეროსთან მიმართებაში.. Შეფასების მიზანია ეფექტური ინტერვენციის გეგმის შედგენა.

Ოკუპაციური თერაპევტი: მუშაობს ნატიფ მოტორულ, ვიზუალურ-მოტორულ უნარებსა და სენსორული ინფორმაციის გადამუშავების სირთულეებზე. Ოკუპაციური თერამევტები, ასევე ეხმარებიან ბავშვებს აითვისონ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები, რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა აქტივობების შესასრულებლად სკოლაში, სახლში.

სპეციალური მასწავლებლები: სპეციალური მასწავლებელი მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან. ის ახდენს მოსწალეების საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასებას და ეხმარება სკოლის საგნის მასწავლებლებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებაში. Სპეციალური მასწავლებლები, შესაძლოა, მუშაობდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, როგორც ინდივიდუალურად რესურს ოთახში,  ასევე მცირე ჯგუფებში, ან ასისტიტრებას უწევდნენ საგნის მასწავლებლებს საკლასო ოთახში.

Ენისა და მეტყველების თერაპევტი: ენისა და მეტყველების თერაპევტი აფასებს ბავშვის ენის, მეტყველების და კომუნიკაციის განვითარების დონეს,  Ეხმარება ენის, მეტყველების და კომუნიკაციური უნარების განვითარებაში. მეტყველების თერაპევტები, როგორც წესი, ბავშვებთან მუშაობენ ინდივიდუალურად. Მათ ასევე შეუძლიათ ასწავლონ ბავშვებს, დამატებითი და ალტერნატიული კომუნიკაციის სისტემების გამოყენება.

Სკოლის ფსიქოლოგი: სპეციალიზირებულია, როგორც ფსიქოლოგიაში, ასევე განათლების საკითხებში. Სკოლის ფსიქოლოგი ეხმარება ბავშვს ეხმარება ბავშვს სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში, ასევე სოციალური უნარების განვითარებაში.

Პერსონალური Ასისტენტი: ეს არის გადამზადებული  სპეციალისტი, რომელიც ეხმარება ბავშვს, როდესაც არის ინდივიდუალური მხარდაჭერის საჭიროება სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით.

Კლინიკური ბავშვთა ფსიქოლოგი:  მუშაობს ფსიქიკურ ჯანრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სოციალური და ემოციური სფეორის სირთულეებზე, როგორც ბავშვებთან, ასევე მოზარდებთანაც. Კლინიკური ფსიქოლოგი შეიძლება მუშაობდეს სხვადასხვა გარემოში, როგორიცაა მაგალითად კლინიკა, რეაბილიტაციის ცენტრი, ასევე სესაძლოა, რომ მას ჰქონდეს კერძო პრაქტიკა.

Განათლების სპეციალისტი: აფასებს ბავშვის სწავლის უნარს და ქცევას სწავლასთან მიმართებაში. Ასევე ინტერვენციის მიზნით მუშაობს ბავშვებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან.

სოციალური მუშაკი: სოციალური მუშაკი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელს უწყობს ბენეფიციარისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზებას, უზრუნველყოფს მისთვის არსებულ შესაბამის რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რეაგირებას ახდენს უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე და ბენეფიციარს უწევს ადვოკატირებას."- ეს შეიძლება გამარტივდეს

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+