Ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევის შემთხვევაში ინტერვენცია, როგორც წესი, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:
- კოგნიტური ინტერვენცია, ბავშვის სხვადასხვა სფეროების განვითარებაზე ორიენტირებული თერაპიები, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში ჩართვა, ქცევის მართვა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლება, ფსიქოსოციალური მხარდაჭერის გაწევა.
- Მკურნალობა, რომელიც მიმართულია ინტელექტუალური სფეროს დარღვევის თანმდევ მდგომარეობებზე, როგორიც არის მყიფე X სინდრომი, რომლის დროსაც ფარმაკოლოგიური ჩარევა ხელს უწყობს ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო უნარების ათვისების გაუმჯობესებას. Მკურნალობა, რომელიც მიმართულია ინტელექტურალური სფეროს გავნითარების დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე, მაგალითად როგორც ეს ხდება დიეტით იმ პაციენტებში ვისაც აქვთ ფენილკეტონურიის დიაგნოზი.
Ინტელექტუალური განვითარების დარღვევის შეფასება და მართვა, როგორც წესი, ფოკუსირებულია ფსიქოსოციალური მხარდაჭერის გაწევაზე. Ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც მდგომარეობას თან ახლავს ფსიქიატრიული აშლილობებიც, ქცევის უკეთ მართვის მიზნით საჭიროა მიერ განხორციელებული მედიკამენტური ჩარევაც, რაზეც გადაწყვეტილების მიღება ხდება ექიმის მიერ. Ზოგიერთი შემთხვევაში დიფერენციალური დიაგნოზის დასმას და სრულფასოვანი კლინიკური შეფასებების განხორციელებას აფერხებს მეტყველებისა და კოგნიტური უნარების განვითარების მკვეთრად გამოხატული სირთულეები.
იმისათვის რომ ინტელექტუალური დარღვევის მქონდე ინდივიდმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, სოციუმში ადგილის დამკვიდრება, ადაპტური ფუნქციონირება და სხვადასხვა ხარისხის ფსიქო-სოციალური კეთლდღეობის მღწევა, საჭიროა რომ მოხდეს თავად მათი და მათი ოჯახების სწორი მხარდაჭერის განხორციელება.