ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევა

ინტელექტუალური განვითარების დარღვევის დიაგნოსტირება

Preview

ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევის დიაგნოსტირება ხორციელდება კლინიკური სპეციალისტების მიერ ორ მნიშვნელოვან კრიტერიუმზე დაყდნობით. ერთი მხრივ, ხდება ზოგადი ინტელექტუალური ფუნქიონირების შეფასება ინტელექტის სტანდარტიზირებულ ტესტში მიღებული ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) ქულის საფუძველზე. ხოლო, მეორე მხრივ, ფასდება ინდივიდის ადაპტური ქცევა.

ინტელექტის კოეფიციენეტის, IQ –ს ნორმა, ანუ საშუალო მაჩვენებელი, განისაზღვრება კონკრეტულ კულტურაში, ასაკის მიხედვით ადამიანების უმრავლესობის მიერ, ინტელექტის ტესტში მიღებულ ქულებზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, თუ ინდივის მიერ ინტელექტის ტესტში მიღებული ქულა ჯდება ქულების 90-დან 110 -მდე დიაპაზონში, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მისი ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირება შეესაბამება ნორმას, ანუ მის მიერ მიღებული ინტელექტის კოეფიციენტი არის საშუალო.

ინტელექტის ტესტში მიღებული ქულა წარმოადგენს ინტელექტუალური განვითარების დარღვევის დიაგნოსტირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს. ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევის დიაგნოზის დასმა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ინტელექტის კოეფიციენტი, IQ 70 ქულაზე დაბალია და, ამავდროულად, ინდივიდს აღენიშნება ადაპტური უნარების დეფიციტი ორ ან მეტ სფეროში.

ადაპტური ქცევის კონტექსტში, ინტელექტუალური განვითარების დარღვევის შეფასების დროს, უპირატესობა ენიჭება იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ინდივიდი გარემოში, რამდენად მაღალია მისი დამოუკიდებლობის ხარისხი ასაკისა და გარემოს მოთხოვნების შესაბამისად და რამდენად ინტენსიური მხარდაჭერა სჭირდება მას დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის.  აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით მნიშნველოვანია განვითარების მძიმე და ღრმა დარღვევების დროს, როდესაც ინსტრუქციის გაგების სირთულიდან გამომდინარე შეუძლებელი ხდება ინტელექტის ტესტის ჩატარება

Ინტელექტუალური  და ადაპტურ განვითრების სირთულეები თავს იჩენს ბავშვის განვითარების დროს. Რაც იმას ნიშნავს, რომ სირთულეები ამ სფეროებში თვალსაჩიონოა ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში. Თუ მსგავსი სირთულეები აღმოცენდება 18 წლის ასაკის შემდეგ, ამ დროს სვამენ  ნეიროკოგნიტური აშლილობის დიაგნოზს. მსგავსი სიმპტომები ზრდასრულობის ასაკში შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად თავის ტვინის ტრავმულმა დაზიანებამ.

Დღესდღეისობით Ინტელექტუალური განვითარების დარღვევის ხარისხების შეფასება ეყრდობა იმას, თუ როგორი ტიპის მხარდაჭერა სჭირდება ინდვიდს ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო 49 აქტივობაში. Ეს აქტივობები იყოფა 6 ჯგუფად. Ესენია: სახლში და საზოგადოებაში ცხოვრებისთვის საჭირო უნარები, სწავლის უნარი, დასაქმება, ჯანრთელობა და უსაფთხოება, სოციალური აქტივობები.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+